კვლევის შედეგები: საშიშია თუ არა საზამთროს და ნესვის ჭამა

© National Food Agencyსაზამთროს და ნესვის შემოწმება
საზამთროს და ნესვის შემოწმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტო 200-მდე ნიმუშის აღებას გეგმავს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ლაბორატორიული შემოწმებების შედეგად გამოვლინდა, რომ ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში, რომლებიც საქართველოში იყიდება, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გარე ვაჭრობა - ხილი და ბოსტნეული - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ - ყველაზე საშიში პროდუქტები საქართველოში

იმისათვის, რომ პროდუქტებში ნიტრატების დონე განესაზღვრათ, საქართველოს მასშტაბით საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან დაახლოებით 80 პროდუქტის, მათ შორის, საზამთროსა და ნესვის ნიმუშები გამოიკვლიეს.

არსებული მონაცემებით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ბაზრის კონტროლს და საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას აწვდის. წლის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტო 200-მდე ნიმუშის აღებას გეგმავს.

სააგენტოს სპეციალისტებმა სულ ახლახან ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ოდენობა შეამოწმეს. სარეალიზაციო ობიექტებიდან მათ ამოიღეს ყველაზე გავრცელებული ბოსტნეული და ხილი, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შეამოწმეს.

კერძოდ, შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი და ა.შ. პესტიციდების ოდენობა 21 ნიმუშიდან არც ერთში არ აღემატებოდა ნორმას.

ყველა ახალი ამბავი
0