Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უკანალის მომრგვალება მოგიხდა“ – თამო ვაშალომიძე დაზღვეულ საჯდომს ვიდეოს უღებს

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მედავითნე თამო ვაშალომიძე დიდ დროს უთმობს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას.

ცნობილი ქართველი სკანდალური ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე პოპულარობისთვის სხვადასხვა ხერხებს მიმართავს. უეცარმა ცნობადობამ მოდელი იმ ნაბიჯამდე მიიყვანა, რომ საჯდომიც კი დაიზღვია.

გარდა ამისა, საქართველოში პირველი ან ერთადერთი ქალბატონია, რომელმაც საკუთარი ცხიმებით საჯდომს ფორმები შეუცვალა. ყველა ვიდეო და ოპერაციის მიმდინარე პროცესი კი ინსტაგრამის „სთორიზე“ ატვირთა და ყველაფერი დეტალურად აუხსნა თაყვანისმცემლებს.
მისი ნებისმიერი ნაბიჯი დიდ გამოხმაურებას იწვევს. თამო ვაშალომიძის მიმართ ზოგს პოზიტიური, ზოგს კი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.
სითამამით გამორჩეულმა ქართველმა ფოტომოდელმა ახლახან ბავშვი გააჩინა, მაგრამ მალევე იდეალურ ფორმაში ჩადგა და სხეულის დემონსტრირებას თამამი პოზებით არ ერიდება.
ფოტო- თუ ვიდეოკამერის წინ თამო მკერდის გამოჩენის წინააღმდეგიც არ არის. ახლახან მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ზურგამოღებული ხასხასა წითელი კომბინეზონი აცვია.
ფუმფულა და მრგვალ საჯდომს „ფოლოვერებს“ აჩვენებს და აშკარაა – მოდელს ძალიან მოსწონს ნაოპერაციები უკანალი.

ყველა ახალი ამბავი
0