Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჯიბღაშვილი: „იმ დონეზე მიჭირდა, რომ ზამთარში შარვალს ვაკერებდი და ზაფხულში ვჭრიდი ხოლმე“

© photo: Levan Jibgashvili / FBლევან ჯიბღაშვილი
ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ყველას ურჩევს, არასდროს დანებდნენ.

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ძალიან გაჭირვებული იყო და იმის თანხაც არ ჰქონდა, რომ ზამთრისა და ზაფხულისთვის სხვადასხვა ტანისამოსი ეყიდა.

„შეიძლება ცრემლები წამომივიდეს, ისე მახსენდება. თეატრალურის სტუდენტი რომ ვიყავი, იმ დონეზე მიჭირდა, რომ ზამთარში შარვალს ვაკერებდი და ზაფხულში ვჭრიდი ხოლმე. ზაფხულში ბრიჯად ვხმარობდი და ზამთარში – შარვლად. ფოტოებიც მაქვს იმ პერიოდის. დავისახე მიზანი, რომ წარმატებული ადამიანი ვყოფილიყავი და ამ გზაზე ბევრჯერ დავეცი", – ამბობს მსახიობი.

„ჩემი ფეხით წავალ ისევ ციხეში“ - ლევან ჯიბღაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ ჭორებს პასუხობს >>>

მისი თქმით, არასდროს დანებებულა და სულ ცდილობდა, რაიმესთვის მიეღწია. დღეისთვის მისი საქმიანობა მრავალ მიმართულებას და სფეროს მოიცავს. ჯიბღაშვილის მფლობელობაშია (თანაპარტნიორია) კომპანიები: შპს „სუსი”, შპს „ჩაიხანა გუდაური”, შპს „ლტმ”, შპს „მენეჯმენტ შიშა”, შპს „J&B ჯგუფი”, შპს „ნევერლენდი”, შპს „ენკი-ბენკი”, შპს „ნევერლენდ ტვ”.

ყველა ახალი ამბავი
0