Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მუხანათია წუთისოფელი, ჩემი დროც მოვა...“ – ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე

© Facebook / Niniko Natsarishviliნინიკო ნაცარიშვილი
ნინიკო ნაცარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე დეპრესიაშია.

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ნინიკო ნაცარიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წყვილი სკანდალურად დაშორდა. თუმცა,

ცოტა ხნის წინ გოგონამ დეპრესიული სტატუსი დაწერა, როგორც ჩანს, ნაცარიშვილი ცუდ ხასიათზე უნივერსიტეტის გამოცდებმა დააყენა.
„მუხანათია წუთისოფელი. არაუშავს, ესეც გაივლის. ეს 6 გამოცდაც, 10 დღეც. ჩემი დროც მოვა. ყველაფერი კარგად იქნება. იყოს ეს აქ, მაინც“, – წერს ნინიკო ნაცარიშვილი.
თავის დროზე ნინიკოს და ლევანის ურთიერთობა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ის მომღერალ სალომე წვერაიძეზე დაქორწინდებოდა, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ 18 წლის აბიტურიენტს გაუმიჯნურდა. ნინიკო ნაცარიშვილი ულამაზესი ბათუმელი გოგონაა, რომელმაც ნაადრევ ასაკში შექმნა ოჯახი, მან ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე იქორწინა, თუმცა ისინი დაშორდნენ.
ნაცარიშვილი-ჯიბღაშვილის წყვილის დაშორების შესახებ თბილისში დიდი ხნის წინაც ჭორაობდნენ. ამჟამად ლევანს ახალი ცოლი ჰყავს. ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინა.

ყველა ახალი ამბავი
0