არასრულწლოვანი პატიმრების ჩხუბის გამო, დაწესებულების დირექტორი გაათავისუფლეს

© Pixabay / MarcelloRabozziციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრს N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორის გათავისუფლებაზე ამავე დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა მიმართა

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, – განუცხადეს „პირველ არხს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
N11 დაწესებულებაში არასრულწლოვანმა პატიმრებმა იჩხუბეს - ერთს ოპერაციისთვის ამზადებენ

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი პატიმრების ჩხუბის შემდეგ 27 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გათავისუფლებაზე, რომელიც 29 ივნისს იუსტიციის მინისტრის მიერ დაკმაყოფილდა.

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგომ თანამესაკნეებს შორის ჩხუბით გაგრძელდა. მომხდარის შედეგად ერთი არასრულწოვანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0