ქართველმა ფოტოგრაფმა ჩერნობილის კატასტროფას ფოტოპროექტი მიუძღვნა

© photo : Valeriy Yurkoჩერნობილი
ჩერნობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტოები, რომელსაც პუბლიკა იხილავს,  ჩერნობილის გაუცხოების ზონაში ხუთდღიანი ექსპედიციის ფარგლებში ავტორის ყოფნის დროსაა შექმნილი.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik.  ნატა ზვიადაძის არტ–ფოტოპროექტს სახელწოდებით #CHERNOBYL, რომელიც ჩერნობილის ტრაგედიის 33 წლისთავს ეძღვნება, თბილისის არტ–ცენტრში  Fabrika 3 ივლისს გამოფენენ.  

ჩერნობილი - Sputnik საქართველო
თავგადასავალი და ადრენალინი: ქართული ტურკომპანია მსურველებს ჩერნობილის საგზურებს სთავაზობს

ფოტოები, რომელსაც პუბლიკა გამოფენაზე იხილავს, შექმნილია  2919 წლის თებერვალში  ჩერნობილის გაუცხოების ზონაში ხუთდღიანი ექსპედიციის ფარგლებში ავტორის ყოფნის დროს.

აღნიშნული ფოტოპროექტი 2019 წლის 26 აპრილსი კიევში იყო წარდგენილი, სადაც ზვიადაძემ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ნატა ზვიადაძე უკრაინის ფოტოგრაფების კავშირისა და საქართველოს ფოტოგრაფების ასოციაციის წევრია, ასევე არის მრავალი საერთაშორისო ფოტოკონკურსის ლაურეატი. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა კონკურსზე ჟიურის წევრად. მისი ნამუშევრები გამოიფინა პარიზში, ტრიესტეში, კიევსა და როვნოში, აზერბაიჯანსა და თბილისში. 

ჩერნობილი - Sputnik საქართველო
ნახეთ, როგორ გამოიყურება ჩერნობილი კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ - ვიდეო

ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც მხატვარი მუშაობს, არტი, სტრიტ–არტი და ფერადი ნატიურმორტებია.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი – თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №8.

1986 წლის 26 აპრილს  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის  რეაქტორზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში გაიფანტა და მომწამვლელი ღრუბელი დასავლეთ რუსეთის, ბელორუსის, უკრაინისა და ევროპის თავზე გაიფანტა.

ჩერნობილის კატასტროფა 2011 წლის 11 მარტამდე, ფუკუშიმას ატომური რეაქტორის კატასტროფამდე, ერთადერთი მოვლენა იყო, რომელიც საერთაშორისო ატომურ შკალაზე მეშვიდე დონეს უტოლდებოდა.

უშუალოდ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, ხოლო რადიოაქტიური მოწამვლის შედეგად წარმოქმნილი დაავადებები დღემდე აწუხებთ ქალაქ პრიპიატისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ადამიანებს.

ყველა ახალი ამბავი
0