Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემს საყვარელ მამიკოს ინფარქტი აქვს“ - რას წერს ქალი, რომელმაც ნიკა მელიას შვილი გაუჩინა

© Facebook / Maiko Begiashviliნიკა მელია მაიკო ბეგიაშვილი
ნიკა მელია მაიკო ბეგიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა მელიას მეგობარი ქალი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პოლიტიკოსს ამხნევებს

მაიკო ბეგიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც რამდენიმე წლის წინ მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ნიკა მელიას შვილი გაუჩინა, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სამწუხარო ინფორმაციას წერს.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა: როდის დააკავებენ ნიკა მელიას

როგორც ჩანს, იმ პროცესებმა, რომელიც საქართველოში და კერძოდ ნიკა მელიას ირგვლივ განვითარდა, მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმოქმედა.

„ჩემს საყვარელ მამიკოს ინფარქტი აქვს და მაინც ვერ მძულხართ ქოცებო უფრო მებრალებით. ნიკა მელია, გულს გაუფრთხილდი ბანდერლოგების დრო იწურება“, - წერს მაიკო ბეგიაშვილი.

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას დაკავების შესახებ შუამდგომლობით უკვე მიმართა. გუშინ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ცხარე კამათის შემდეგ, მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. 

ნინო ლომჯარია: ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის! >>>

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0