ჰაერის დაბინძურება - დასახელდა ყველაზე საშიში ადგილები

© Sputnik / Alexander Imedashviliწერეთლის გამზირი თბილისში
წერეთლის გამზირი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ქვეყანაში ჰაერის ხარისხს გამუდმებით ამოწმებენ

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების - მყარი ნაწილაკების და აზოტის დიოქსიდის -მომატებული კონცენტრაციები დაფიქსირდა თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობებია დამონტაჟებული. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა, კვლევების ფარგლებში პერიოდულად იღებენ სინჯებს ჰაერის სხვადასხვა დამაბინძურებლებზე: აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობაზე.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკოსისტემა საფრთხეშია – რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა

ამგვარად, 18-24 ივნისს დამაბინძურებლების მომატებული კონცენტრაცია დაფიქსირდა თბილისში - წერეთლის გამზირზე, აგლაძის ქუჩაზე, ყაზბეგის გამზირზე, ხოლო ბათუმში - აბუსერიძის ქუჩაზე. დანარჩენი ქალაქების მიხედვით სააგენტოს ინფორმაცია არ მოუწოდებია.

გარდა ამისა, გასულ კვირაში ტყვიის შემცველობის დასადგენად სპეციალისტებმა  ჰაერის სინჯები თბილისში ოთხ ლოკაციაზე აიღეს. ნიმუშები ლაბორატორიაში გაიგზავნა. შედეგებმა აჩვენა, რომ ტყვიის შემცველობა დადგენილ ნორმას არ აღემატებოდა.

აზოტის დიოქსიდი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ გზებზე, იწვევს თვალების გაღიზიანებას, ყნოსვის შესუსტებას. დიდი ხნის ზემოქმედების შედეგად ვითარდება ბრონქიტი, ფილტვების ანთება.

მოწამლვის პირველ ეტაპზე საერთო სიმპტომებია: თავის ტკივილი, აპათია, საერთო სისუსტე, შფოთვა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხველა, ეიფორიის შეგრძნება.

ყველა ახალი ამბავი
0