აუტისტური სპექტრის მქონეთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული ბავშვების ასაკი იზრდება

© Pixabay / jarmolukბავშვების ხელები
ბავშვების ხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკს 15-დან 18-მდე წლამდე ზრდის, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოში აუტიზმის უნიკალური ცენტრი აშენდება>>

კალაძის განცხადებით, ამჟამად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უფინანსდებათ 2-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვებს.

„ბევრი მუშაობა მოგვიწია ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ცვლილებების განხორციელებაში იღებდნენ მონაწილეობას. შედეგად, თბილისის მერიის დაფინანსებას 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც მიიღებენ. ჩვენ ეს ცვლილებები დარგის სპეციალისტებთან ერთად განვახორციელეთ. მათთან მიმდინარეობდა კონსულტაციები“, – განაცხადა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, ბავშვები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას.

თოჯინა და წარწერა „აუტიზმი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია აუტიზმის მქონე უფრო მეტ ბავშვს დააფინანსებს

„ერთი ბავშვის დასაფინანსებლად თვეში ვაუჩერის ღირებულება 400 ლარია. პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ 12–დან 18 წლამდე მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობაში ბავშვის მშობლის ან მეურვის ჩართვაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების მიზანია მშობლის კონსულტირება სახლის პირობებში ბავშვის დამოუკიდებელი სწავლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას“ 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს. პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული. დღეისათვის კი 1000 ბავშვის მომსახურებაა შესაძლებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0