„3 დღეში შემოგიერთდებით...“ - ანიტა რაჭველიშვილი აქციის მონაწილეებს მიმართავს

© photo: courtesy of Anita Rachvelishviliანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მეცო-სოპრანო პარლამენტთან აქვიის მონაწილეებს მალე შეუერთდება

საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. ანიტა რაჭველიშვილმა საქართველოში მიმდინარე აქციის მონაწილეებს „ინსტაგრამის“ პირადი გვერდიდან მიმართა და აღნიშნა, რომ მათ 3 დღეში შეუერთდება.

„გული მტკივა თქვენთან რომ არ ვარ!3 დღეში მეც შემოგიერთდებით და იქამდე იმედი მაქვს რომ ნაძირლებს გადააყენებენ და დასჯიან! ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის“,  - წერს საოპერო მომღერალი.

აქციები პარლამენტთან 20 ივნისის შემდეგ მიმდინარეობს.

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა "რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის "ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა.

ცეკვა მეტროში - Sputnik საქართველო
ცეკვა მეტროში – თეა დარჩიას და ანიტა რაჭველიშვილის პერფორმანსი
2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას" სეზონის გახსნაზე „კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა (ხოსე — იონას კაუფმანი, რეჟისორი — ემა დანტე, დირიჟორი — დანიელ ბარენბოიმი). მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი". მრავალ პარტიათა შორის მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები როსინის ოპერიდან "იტალიელი ალჟირში" და გლუკის "ორფეოსი და ევრიდიკადან".

სენ-სანსის ოპერა „სამსონი და დალილაში" დალილას პარტიის შესრულებისთვის რაჭველიშვილმა მიიღო Bachtrack Opera Awards-ის პრემიის წოდება „საუკეთესო მომღერალი".

პარიზის ნოტრ-დამი ხანძრის მერე - Sputnik საქართველო
ანიტა რაჭველიშვილი ქართველ ბიზნესმენებს ნოტრ-დამისთვის დახმარების გეგმების გამო აკრიტიკებს

Sony Classical Records-ი ამერიკული ლეიბლია, რომელიც 1927 წელს დაარსდა სახელწოდებით Columbia Masterworks Records. მან სახელწოდება შეიცვალა ჯერ 1980 წელს — Masterworks Records და შემდეგ 1990-იან წლებში, როდესაც სტუდია კომპანია Sony-მ შეიძინა, ის Sony Classical Records გახდა.

Sony classical-თან თანამშრომლობდნენ ცნობილი შემსრულებლები: იონას კაუგმანი, სონია იონჩევა, ხუან დიეგო ფლორესი, პლასიდო დომინგო, ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0