13:32 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილმა გაამხილა, რომ მეორედ თხოვდება - ვინ არის მომღერლის რჩეული

© Photo: Nini Badurashvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (190)
1102760

33 წლის მომღერალი, სავარაუდოდ, უკვე დაინიშნა.

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა Instagram story-ში საზოგადოების კითხვებს უპასუხა და კითხვაზე, აპირებს თუ არა მეორედ გათხოვებას, დადებითად უპასუხა.

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნინის ასევე ჰკითხა, არის თუ არა მისი საქმრო ნიკოლოზ ჯაფარიძე, ნინიმ კი ეს უკანასკნელი მონიშნა და არაერთგვაროვანი პასუხი გასცა.

ნინი ბადურაშვილი პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს. ის ერთხელ იყო ოფიციალურ ქორწინებაში რამდენიმე წლის წინ, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად რუსეთში მცხოვრებ ირაკლი კუტალაძეზე გათხოვდა. თუმცა წყვილი მალევე დაშორდა.

ნინის პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი - ელენე კუტალაძე ჰყავს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (190)

მთავარი თემები