ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი პოსტი სოციალურ ქსელში: კალათბურთელი კამპანიას შეუერთდა

გამოწერა
ფაჩულიამ, რომელიც შეუერთდა კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში, NBA-ს გულშემატკივრების გარდა, ქვეყანაში ჩამოსვლისკენ მოგზაურებსა და ღვინის მოყვარულებსაც მოუწოდა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომელიც რომელიც ამჟამად NBA-ს კლუბ „დეტროიტ პისტონსის“ ღირსებას იცავს, გულშემატკივრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

ფაჩულიამ, რომელიც შეუერთდა კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში, სოციალურ ქსელში საქართველოს ხედების ფოტოები გამოაქვეყნა და NBA-ს გულშემატკივრების გარდა, ქვეყანაში ჩამოსვლისკენ მოგზაურებსა და ღვინის მოყვარულებსაც მოუწოდა.

„ჩემი ფოლოვერები, NBA-ს გულშემატკივრები, მოგზაურები, ღვინისა და სამზარეულოს მოყვარულები ამ მშვენიერ და გასაოცარ ქვეყანაში ხართ დაპატიჟებული“, — წერს ზაზა ფაჩულია. 

საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელ შალვა ალავერდაშვილის თქმით, წინასწარი გათვლებით, რუსული სანქციების შემდეგ ზარალმა საქართველოში, შესაძლოა, 750 მლნ დოლარს მიაღწიოს.

ყველა ახალი ამბავი
0