თბილისის კლინიკებში აქციაზე დაშავებული 52 პაციენტი რჩება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქცია თბილისში
საპროტესტო აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება.

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ამ დროისთვის თბილისის კლინიკებში 52 პაციენტი რჩება, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია, იუწყება პირველი არხი.

მომიტინგეებმა პარლამენტთან თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას ბოთლები დაუშინეს - Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა პარლამენტთან თბილისის ყოფილ მერს - გიგი უგულავას ბოთლები დაუშინეს

ტელეკომპანიის მონაცემებით, თითქმის ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ნაწილი დღეს დატოვებს სამედიცინო დაწესებულებებს.

21 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაშავებულები თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში მოათავსეს.

ინგოროყვას კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში ამ დროისთვის 9 პაციენტი რჩება, ისინი მკურნალობას განაგრძობენ, ვინაიდან სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ. მედიკოსების განმარტებით, ორშაბათს, სავარაუდოდ, ყველა მათგანი დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას.

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში” 11 პაციენტი რჩება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება და პაციენტების გარკვეული რაოდენობა შესაძლოა, დღის განმავლობაში გაეწეროს.

ღუდუშაურის საავადმყოფოში ოთხი პაციენტი რჩება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ისინიც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაეწერებიან.

მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში - რა ხდებოდა პარლამენტის შენობასთან 2019 წლის 21 ივნისს - Sputnik საქართველო
მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში - რა ხდებოდა პარლამენტთან 2019 წლის 21 ივნისს

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი  საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დაშალა. ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 - პოლიციელია.

ყველა ახალი ამბავი
0