ვინ არის სექსუალური მაშველი გოგო ფოთიდან - ფოტოები სოციალური ქსელიდან

CC0 / Pixabay / მაშველი ქალი
მაშველი ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელის ფოთელი სექსუალური მაშველის ახალმა ფოტოებმა დაიპყრო

მაშველი გოგონების უნიფორმამ არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ შორტი და მაისური არ შეესაბამებოდა მათ საქმიანობას და გოგონები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მაშველი გოგონას ფოტო გავრცელდა. სურათი ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გამოაქვეყნა და უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ირკვევა, ფოთელი მაშველი 20 წლის სოფია ჯაჯავაა.

მაშველი გოგონები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წელს პირველად გამოჩნდნენ. გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან და წყალზე სამაშაშველო ღონისძიებების სპეციფიკას ეცნობიან.

აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. სეზონზე 20-მდე გოგო მაშველი იქნება.

მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.

ყველა ახალი ამბავი
0