20:46 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
კესარია აბრამიძე

„ამას ცოლად როგორ გავყვე“ - კესარია მიმოწერას ასაჯაროებს

© FB / MISS TRANS STAR International Pageant
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (874)
1040011

პირველი ქართველი ტრანსგენდერი მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის ცხოვრება სკანდალებით არის აღსავსე

საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი... ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები.

სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით. ამჯერად კესარიამ მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც მას წერენ, რომ ის რომ მისი შეყვარებული იყოს, „ფეისბუქი“ აღარ ექნებოდა და თავს პრინცესად კი არა, სარეცხ მანქანად იგრძნობდა.

კესარიამ მიმოწერას საკუთარი კომენტარიც დაურთო: „აი ამას ახლა ცოლად როგორ გავყვე“ - კითხულობს მოდელი.

კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (874)

მთავარი თემები