ლევან ვასაძე: მთელი ღამე არ მძინებია, კომბლები სხვენში!

© photo: Sputnik / Valeriy Levitin / გადასვლა მედიაბანკშიБизнесмен Леван Васадзе
Бизнесмен Леван Васадзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კომბლების გამოყენება გადაიფიქრა.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს კომბლების ჭერში შეწყობისკენ მოუწოდა მის მიერ 18 ივნისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ლევან ვასაძის თქმით, კომბლები ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის მაინც არ იყო განკუთვნილი. მის გამოყენებას იმ შემთხვევაში აპირებდნენ, თუ პოლიცია მის მხარდამჭერებს დაუპირისპირდებოდა.

„ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს – კომბლები სხვენში. ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს პრაიდის ჩატარებას. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით“, – აცხადებს ლევან ვასაძე.

ბიზნესმენი ხელისუფლებას აფრთხილებს – „ღმერთი არ გაუწყრეს“, რადგან ამაზე ძალიან დიდხანს იფიქრა, არ სძინებია გასულ ღამესაც და გადაწყვეტილებას სრულიად აცნობიერებს.

ვასაძის დაანონსებული კომბლების რევოლუცია და ფორმირებების შექმნა – შსს-მ გამოძიება დაიწყო >>>

19 ივნისს „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ „ღირსების მარშის“ გაუქმებას არ აპირებენ. ლგბტ+ აქტივისტები ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.

ამ განცხადებას უპასუხეს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა, რომლებმაც თქვეს, რომ პრაიდის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

ყველა ახალი ამბავი
0