Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჰყავდა მეუღლე, თავს იმით ვიმართლებ, რომ დიდი სიყვარული გვაკავშირებდა “ - მარინა კახიანი

© National Library of Georgiaმარინა კახიანი
მარინა კახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარინა კახიანის და გია მატარაძის სიყვარულის ისტორია

„მიყვარს, როდესაც კაცი მეტ სიყვარულს ავლენს. მიყვარს, როცა ქალს ეთაყვანება, აღფრთოვანებულია და ანებივრებს. წარსულში სწორედ ასეთი სიყვარული მქონდა”- ეს მსახიობ მარინა კახიანის გულისამაჩუყებელი სიტყვებია სიყვარულსა და მის მეუღლე გია მატარაძეზე, რომელიც 1993 წელს გარდაიცვალა.

გამორჩეული ქართველი მსახიობი მარინა კახიანი, როლების გარდა დრამატული პირადი ცხოვრებითაც გამოირჩევა. ტელეკომპანია „მარაოს“ ეთერში მარინა კახიანმა გაიხსენა, როგორ გაიცნო მისი მეუღლე, როდესაც თავად პირველი კურსის სტუდენტი, 1970 წლის მიწურულს გადაღებაზე ბიჭვინთაში იმყოფებოდა.

მსახიობის თქმით, ქუჩაში სეირნობისას გია მატარაძეს შემთხვევით შეხვდა, თუმცა მათი სიყვარულის ისტორია წლების შემდეგ განვითარდა როდესაც წლების შემდეგ, ცნობილმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გია მატარაძე თეატრში პედაგოგად აიყვანა. აქ დაიწყო მარინა კახიანისა და წარმატებული კინორეჟისორის სიყვარულის ისტორია.

„ჩვენი სიყვარული პედაგოგის და მოსწავლის ბანალურ ისტორიას გავს. მაგრამ ფაქტია - ამას დიდი სიყვარული მოჰყვა. წლების მანძილზე გიაზე არ ვლაპარაკობდი, მით უმეტეს მის გარდაცვალებაზე, სახელიც ხსენებაც კი, უდიდეს ტკივილს მაყენებდა.“

მრავალი წლის წინ, როდესაც მარინა და გია ერთმანეთს შეხვდნენ, კინორეჟისორი დაოჯახებული იყო და ეს ფაქტიც აფერხებდა მათ ურთიერთობას, თუმცა კინოვარსკვლავი თავს იმით იმართლებს, რომ მათი სიყვარული ჭეშმარიტი იყო და ყველა ბარიერის გადალახვა ერთად გაუმარტივდათ.

„მერიდება ამაზე ლაპარაკი. მას ჰყავდა მეუღლე და რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო გასახსენებელი. ასე თუ ისე, როდესაც ახალგაზრდა გოგონა დაოჯახებულ მამაკაცთან სიარულს იწყებს, ეს ცუდი საქციელია. თავს იმით ვიმართლებ, რომ დიდი სიყვარული გვაკავშირებდა და მის წინაშე უძლურნი ვიყავით.“

61 წლის მსახიობი 19 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1975 წელს ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1975–1976 წელს მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. მისი გამორჩეული როლებია: კორდელია ( „მეფე ლირი“), ნათელა („კავკასიური ცარცის წრე“), მარიამ სტიუარტი („მარიამ სტიუარტი“), ოლივია („მეთორმეტე ღამე“) და სხვა მრავალი.

ყველა ახალი ამბავი
0