Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბოლო დროის 5 ყველაზე ძვირადღირებული და გახმაურებული ქართული ქორწილი

© BERA / FBბერა ივანიშვილი ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქორწილის დღეს ყველა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და მოხდენილია. ყველას სურს, ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად აქციოს.

ზაფხული აქტუალური პერიოდია ქორწილებისთვის. ბოლო ორ კვირაში საზოგადოებას თავი ორი ცნობილი წყვილის – პროდიუსერ ნოე სულაბერიძის და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის და თბილისის მერის კახა კალაძის და დიზაინერ ანუკა არეშიძის ქორწილმა დაამახსოვრა.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი 9 ივნისს და­ქორ­წინ­დნენ. წყვილ­მა ქორ­წი­ლი რეს­ტო­რან „ბაგ­რა­ტი­ონ­ში“ გა­და­ი­ხა­და, სა­დაც უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე შე­იკ­რი­ბა.

6 ივ­ნისს ჯა­ნეტ­მა წინასა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა სას­ტუმ­რო „სტამ­ბა­ში“ მო­ა­წყო.  

პა­ტარ­ძლის მე­გობ­რებ­მა სადა და ერთი სტი­ლის კა­ბე­ბი მო­ირ­გეს. ჯა­ნეტ­მა კი არ­ჩე­ვა­ნი თეთრ და მი­ნი­მა­ლის­ტურ სტილ­ზე შე­ა­ჩე­რა. ჯა­ნეტს ქორ­წილ­ში ულა­მა­ზე­სი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო კაბა ეც­ვა, რო­მე­ლიც თა­მარ მე­ფის სა­მო­სელს მო­გა­გო­ნებთ, მას თავ­ზე გვირ­გვი­ნი ეკე­თა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნოეს, ის თეთრ ჩო­ხა­შია გა­მო­წყო­ბი­ლი. წყვილ­მა ჯვა­რი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა. ნოეს მეჯ­ვა­რე­ე­ბი დე­ტექ­ტი­ვი გია ბე­სე­ლია, გო­გი­ტა ზაქ­რა­ძე და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ა იყვნენ, ხოლო ჯა­ნე­ტის მეჯ­ვა­რე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი. პა­ტარ­ძა­ლი რეს­ტო­რან­ში ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­აზე მა­მამ მი­იყ­ვა­ნა. წყვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ქორ­წი­ლის­თვის დად­გმუ­ლი ცეკ­ვა შე­ას­რუ­ლა.

კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ 15 ივნისს 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაიწერეს ჯვარი. მანამდე ილია მეორემ კახა კალაძის უმცროსი შვილები მონათლა. ცერემონია გრემის ტაძარში შედგა.

ანუკის ჯვრის­წე­რა­ზე თეთ­რი ფე­რის, მხრებ­მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი მიდი-კაბა ეცვა, თავ­ზე კი გრძე­ლი შლე­ი­ფი ეკე­თა. ქა­ლა­ქის მერი კი ნაც­რის­ფერ­სა და შავ ფერ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. წყვილს რამ­დე­ნი­მე მეჯ­ვა­რე ჰყავს, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი მაკა კვი­ცი­ა­ნი.

ჯვრის­წე­რის შემ­დეგ წყვილ­მა სტუმ­რებს წი­ნან­დალ­ში, სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ­ში“ უმას­პინ­ძლა. ორდღიან წვე­უ­ლე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შორის სტეფანე მღებრიშვილი აფორ­მებ­დნენ. კა­ხის და ანუ­კის ქორ­წი­ლის წამ­ყვა­ნი ნიკა წუ­ლუ­კი­ძე იყო.

სტუმ­რებს შო­რის უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადამიანი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის იყ­ვნენ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი. ცე­რე­მო­ნი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზეა დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. წყვილს პატარა ნიკოლა კალაძე შარშან სექტემბერში შეეძინა, მის გარდა მათ 11 წლის ლევანი, 6 წლის კახაბერი და 4 წლის ვაჩე ჰყავთ.

2018 წლის 11 ნო­ემ­ბერს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო მუსიკოს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მოდის ბლოგერ ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძის ჯვრის­წე­რამ, რო­მე­ლიც სვე­ტი­ცხო­ველ­ში გა­ი­მარ­თა, სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბა კი კო­ჯორ­ში, Bioli Hall-ში გა­ი­მარ­თა. 

ბე­რას მეჯ­ვა­რე­ე­ბი მისი უმ­ცრო­სი ძმა ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი და რე­პე­რი ამი­კო ჯა­ნე­ლი­ძე იყვნენ. ქორ­წი­ლის­თვის მთლი­ა­ნი კომ­პლექ­სი უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლით იყო მორ­თუ­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ ყვა­ვი­ლე­ბის­თვის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა. რეს­ტო­რან­ში ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ულა­მა­ზე­სი ცის­ფე­რი კა­ბით წარ­დგა. სტუმ­რებს შო­რის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ქორ­წილ­ში რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ბე­რა­მაც შე­ას­რუ­ლა.

პოპულარული ქართველი რეპერი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე, მოდელი ნანუკა გუდავაძე სექტემბრის თვეში დაქორწინდნენ. წყვილმა თაფლობის თვე პარიზში გაატარა.

ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რებ ბაგ­რა­ტი­ონ­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლმა, პრინ­ცმა ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნმა და მისმა რჩე­უ­ლმა, ცნო­ბი­ლმა მო­დე­ლმა ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რმა, აწ უკვე ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნმა ჯვარი სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში 2018 წლის აპრილში და­ი­წე­რეს. შემ­დეგ კი სტუმ­რებს სა­ზე­ი­მო ვახ­შამ­ზე მცხე­თა­ში, „შატო მუხ­რან­ში“ უმას­პინ­ძლე­ს.

ჯვრის­წე­რის წინა სა­ღა­მოს „შატო მუხ­რან­ში“ გალა სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. სა­მე­ფო წყვილ­მა სტუმ­რე­ბი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მი­ი­ღო. პრინ­ცე­სა ქრის­ტი­ნე კი წი­თელ კა­ბა­ში მარ­თლაც თვა­ლის­მომჭრე­ლი გახ­ლდათ.

ქარ­თვე­ლი პრინ­ცი და ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ხუთი წე­ლია ერ­თად არი­ან. სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ლი მათ ეს­პა­ნეთ­ში, ქა­ლაქ რონ­და­ში გა­და­ი­ხა­დეს. მა­შინ წყვილ­მა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახლო მე­გობ­რე­ბი რონ­დას ვი­ლა­ზე შეკ­რი­ბა.

ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გურს ხე­ლის­მომ­კი­დედ მისი ფრან­გი მე­გო­ბა­რი სენ­დი ტრე­ბუ­ი­ლი ჰყავ­და. ხუ­ან­მა ხე­ლის­მომ­კი­დედ ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მად­რი­დი­დან გონ­ფა­ლო სალ­გა­დო ასენ­სიო აირ­ჩია. ქორ­წილ­ში პა­ტარ­ძალს კრის­ტი­ან დი­ო­რის თეთ­რი კაბა, ხოლო ხუ­ანს არ­მა­ნის სა­მე­უ­ლი ეცვა.

სასურველი მილიონერი სასიძო, ბიზნესმენი თოშა ქებურია და მოდელი ქეთი ჟღენტი 2017 წლის სექტემბერში ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაქორწინდნენ.

 

ქეთისა და თოშას ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის ამერიკიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან.

პატარძალს ქორწილში ეცვა ულამაზესი კაბა, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა „ელ სააბის“ მოდის სახლმა. რაც შეეხება სიძეს, ის კლასიკურად იყო შემოსილი.

წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, საიდანაც ვერტმფრენით კაჭრეთში ჩაფრინდნენ.

თოშა ქებურიას მამის კუთვნილი სასტუმროს ეზო ულამაზესად იყო მოწყობილი, მწვანე მდელო ყვავილებით იყო გაფორმებული. პატარძალი სიძესთან მამამ მიიყვანა.

ქორწილს ორი წამყვანი ჰყავდა, ერთ-ერთი გახლდათ მომღერალი ზურა მანჯავიძე, რომელიც საქორწინო ცერემონიას ქართულ-რუსულად უძღვებოდა.

წყვილმა ტრადიციებს ცეკვის დროს უღალატა, მათ ქართულის ნაცვლად თანამედროვე ნომერი დადგეს – იცეკვეს ჯეიმს ბრაუნის სიმღერაზე. ტრადიციული სადღეგრძელოების კვალდაკვალ საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ „შვიდკაცა“, სალომე კორკოტაშვილი და სპეციალურად ქორწილისთვის რუსეთიდან მოწვეული თეონა კონტრიძე.

ქორწილის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ წყვილმა სტუმრებთან ერთად ეზოში გადაინაცვლა, სადაც უზარმაზარი საქორწინო ტორტი გაჭრეს. საქორწინო ცერემონიის მეორე ნაწილში ქეთიმ და თოშამ გამოიცვალეს, სიძე სტუმრებთან კლასიკური სამოსით და კედებით დაბრუნდა, ხოლო პატარძალს ოქროსფერი კაბა ეცვა.

ისინი სცენაზე ავიდნენ, სადაც დაქორწინება რუსეთიდან მოწვეულმა რეპერმა ტიმატიმ მიულოცათ. ამის შემდეგ ლეზგინკა იცეკვეს და საღამო სწორედ ტიმატის კონცერტით გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0