Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურია თბილისში ყოფილ ქმართან ერთად ჩამოვიდა – ოლივიას დაბადების დღის ფოტოები

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ქეთა თოფურია, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მუდმივად ცდილობს შვილს დროის დიდი ნაწილი დაუთმოს.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის საყვარელი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი 4 წლის გახდა. ქეთამ შვილს დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე გადაუხადა. 

ოლივიას დაბადების დღეზე ქეთას მეგობრები და მათი შვილები იყვნენ მიწვეული. მათ შორის იყო მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, რომელიც წელს თავადაც დედა პირველად გახდა და პატარა გაბრიელას ზრდის.

ოლივიას დაბადების დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ქეთას ყოფილი ქმარი, ბიზნესმენი ლევ გეიხმანიც. დაშორების მიუხედავად ქეთა და ლევი ქალიშვილთან ერთად დროს ხშირად ატარებენ.

ქეთა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს, განსაკუთრებით ზაფხულში, მისი ქალიშვილი ოლივია ყველაზე ცხელ სეზონს სწორედ საქართველოში ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0