03:16 21 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
ემზარ კვიციანი

„დიდება ღმერთს!!! ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას“ - ემზარ კვიციანი ლევან ვასაძეს ეხმიანება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
130 0 0

ლევან ვასაძე „ქუდზე კაცს" დღეს 20:00 საათზე ვერის ბაღში იხმობს

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი გამოეხმაურა ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოწოდებას 16 ივნისს შეკრებასთან დაკავშირებით, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„დიდება ღმერთს!!! ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას“, - ამ სიტყვებით ეხმიანება კვიციანი ვასაძის მოწოდებას, რომელიც „ქუდზე კაცს" დღეს 20:00 საათზე ვერის ბაღში იხმობს, რათა ქვეყანაში წესრიგის დაცვის გეგმა გააცნოს. ის ამბობს, რომ ლგბტ თემის არანაირ აქტივობას არ დაუშვებს, მხარდამჭერებთან ერთად ნებისმიერ კორდონს გაარღვევს და ყველას „წალეკავს".

„ვთხოვ ქალბატონებსა და ბავშვებს, ვერავის ვერ აუკრძალავ იქ მოსვლას, მარამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა, დარჩით სახლში. მე ვეძახი კაცებს“, - ამბობს ვასაძე.

„ლგბტ-პრაიდის კვირეული“ საქართველოს დედაქალაქში 18-23 ივნისს არის დანიშნული. ამ ღონისძიებების ორგანიზატორია „თბილისი პრაიდი“. პარასკევს საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას არ დაუშვას გეი-პრაიდის ჩატარება თბილისში. იმავე დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ და საპატრიარქოს განცხადება გააპროტესტეს. პარალელურად ჩატარდა კონტრაქცია.

ორი კონტრაქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან: არიან დაკავებულები - ვიდეო >>

ორი აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე ინციდენტი მოხდა. დაკავებული პირები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.

ინციდენტების შედეგად პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 28 ადამიანი დააკავა.

მთავარი თემები