10:08 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
საქართველოს საპატრიარქო

არ დაუშვათ გეი-პრაიდი: საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს

© photo: Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (43)
18921

თბილისში „ლგბტ−პრაიდის კვირეული“ 18-23 ივნისისთვისაა დანიშნული. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია — მიძღვნილი ლგბტ−თემის პრობლემებისადმი, „ღირსების მარში“ და სხვა აქტივობები.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, არ დაუშვას გეი-პრაიდი თბილისში. აღნიშნულის თაობაზე განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

როგორც ცნობილია, თბილისში „ლგბტ−პრაიდის კვირა“ 18-23 ივნისისთვისაა დანიშნული. ღონისძიების ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც ორგანიზაცია „თბილისი პრაიდია“, დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია — მიძღვნილი ლგბტ−თემის პრობლემებისადმი, სპექტაკლის ჩვენება, „ღირსების მარში“ (23 ივნისს), რომელსაც, ორგანიზატორების თქმით, არ ექნება ზეიმის, აღლუმისა თუ კარნავალის ფორმა და ღონისძიების დახურვა Pride Party, რომელიც დაასრულებს კვირეულს.

„ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს“, — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ „ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს“.

ამასთან საპატრიარქო დარწმუნებულია, რომ გარკვეული LGBT ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან, თითქოს საქართველოში ავიწროებენ და დევნიან, და სწორედ „ამ მოტივით  სერიოზულ დაფინანსებას იღებენ“.

გარდა ხელისუფლებისა, საპატრიარქო ასევე მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, გამოიჩინონ „ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი“.

ასეთი ნაბიჯები, როგორც საპატრიარქო წერს, გამოხატავს ქვეყნის მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას და შესაბამისად, ხელს შეეწყობს სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას.

 

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (43)

მთავარი თემები