Rustavi 2-ის დამფუძნებლები გამოძიების ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსთავი 2-ის მიკროფონი
რუსთავი 2-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Rustavi 2-ის დამფუძნებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სამაუწყებლო კომპანია Rustavi 2-ის დამფუძნებლები ზურაბ დვალი და ჯარჯი აქიმიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ხელისუფლებას მიმართავენ, რომ ტელეკომპანიის საქმის ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდეს. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის საქმე: ევროპის სასამართლოს კითხვები გაუჩნდა

დამფუძნებლების მიმართვაში აღნიშნულის, რომ 2019 წლის 16 ივნისს Rustavi 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც მათი განცხადებით, იმას ნიშნავს, რომ იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ისინი ვეღარ შეძლებენ სამართლებრივი გზით სიმართლის დამტკიცებას. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ითხოვენ გახანგრძლივდეს გამოძიების ვადა.

„ეს საქმე თავისი მნიშვნელობით სცდება ერთი კონკრეტული ტელევიზიის ბედს. ის თავის თავში ასახავს იმ უსამართლობას და ფუნდამენტურ ფასეულობათა ღრმა კრიზისს, რომელმაც ათწლეულებია მოიცვა ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, ამბავი ასეთია – 2004 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ, ყაჩაღობის წესების სრული დაცვით, გამოსძალა Rustavi 2 მის დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს. ამ დანაშაულებრივი აქტით მაშინდელმა მთავრობამ და დღევანდელმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ფეხქვეშ გათელა მის მიერვე დეკლარირებული ყველა დემოკრატიული ფასეულობა, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების უფლება და უბრალოდ, მოქალაქის უფლება, იყოს ძალადობისა და დამცირებისგან დაცული.

კომპრომატების ომი: სააკაშვილის თანამებრძოლის განცხადება და „რუსთავი 2“-ის საქმე >>>

ეგრეთ წოდებულმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ კი, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოვიდა ხელისუფლებაში, ყველაფერი იღონა იმისთვის, რათა ტელევიზია დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს არ დაბრუნებოდათ. აქ ლაპარაკია არა ბიუროკრატიულ გულგრილობაზე, არამედ, გავლენის ბერკეტების და ძალაუფლების სრული მობილიზაციით, მიზანმიმართულ ძალისხმევაზე.

ხელისუფლებამ მიმართა ტაქტიკას, რომელმაც ნამდვილი დავა სუროგატით ჩაანაცვლა, რაც სრულიად მისაღები აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“, რადგან არც ერთ ამ ძალას ხელს არ აძლევს ტელევიზია გახდეს ობიექტური, რისი გარანტიაც იქნებოდა ტელევიზიის ჭეშმარიტი მფლობელებისთვის დაბრუნება.

რუსთავი 2-ის შენობა - Sputnik საქართველო
იურისტი: რუსთავი 2-ის საქმე საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია

დამფუძნელები ფიქრობენ, რომ აშკარაა, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილ პირთა მიერ გვერთმევა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების გამოყენების კანონით მონიჭებული უფლება და ვერავინ იძლევა პასუხს კითხვაზე, რატომ გახდა შეუძლებელი, ბრალი წარედგინათ დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის მაშინ, როდესაც მათი ვინაობა ცნობილია და ისინი უკვე რამდენიმე წელია ცნობილი არიან დაზარალებულებად.

დვალი და აქიმიძე საქართველოს საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას, იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტს და განსაკუთრებით, პარლამენტის საღად მოაზროვნე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიმართავენ, არ დაუშვან Rustavi 2-ის საქმის გამოუძიებლობა, ტელევიზიისა, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდი როლი შეასრულა და მასთან ერთად გაიარა ქარტეხილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმაზე დიდი დანაშაული იქნება, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა 2004 წელს.

წულუკიანი: „რუსთავი 2-ის“ საქმე არ ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას >>>

იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება შემჩნეულია არაკეთილსინდისიერ ქმედებაში მედიის კონტროლის სურვილთან დაკავშირებით, კარგად გვესმის, რომ Rustavi 2-ის საქმეში დღევანდელი სტატუს-კვოს ცვლილება ბევრ ეჭვს დაბადებს.

„ვითხოვთ არა საკითხის დღეს გადაწყვეტას და ჭეშმარიტების დღესვე დადგენას, არამედ იმას, რომ გახანგრძლივდეს გამოძიების ვადა, რათა არ დავკარგოთ შანსი, მომავალში მაინც გაირკვეს, რა მოხდა 2004 წელს და როგორ აღმოჩნდა ეს ტელევიზია პოლიტიკური ძალების მფლობელობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0