Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა

© FB / Sky Barლიზა ბაგრატიონი
ლიზა ბაგრატიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ წყვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია.

ამერიკელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით, იდეალური ასაკობრივი სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის 1 წელია, შესაბამისად, ამ შემთხვევაში წყვილის დაშორების რისკიც 3%-მდეა შემცირებული; თუ მეორე ნახევარზე 5 წლით ხართ უფროსი ან უმცროსი, 18%-ით შესაძლებელია მას დაშორდეთ, ხოლო თუ 20 წელს აღემატება თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობა, მეცნიერების მტკიცებით, გაყრის მაჩვენებელი 95%-მდე იზრდება.

ამ აქსიომას ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები ამსხვრევენ ან, პირიქით, ამტკიცებენ.

Анна Ахвледиани с мужем - Sputnik საქართველო
ულამაზესი ქართველი წყვილი, რომელიც ბევრს და-ძმა ჰგონია

„Sputnik–საქართველომ“ მოგიმზადათ იმ ქართველი ვარსკვლავების სიყვარულის ისტორიები, რომელთაც მეორე ნახევრებთან დიდი ან მცირე ასაკობრივი სხვაობა აქვთ და რომელთა ურთიერთობამაც ათეულ წლებს გაუძლო.

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი და მევიოლინე გიორგი ცაგარელი – ლიზა თანამედროვე ქართული ესტრადის გამორჩეული არტისტია, რომელიც რომანტიკული და მშვიდი რეპერტუარითაა ცნობილი. მისი პირადი ცხოვრება კი დამსხვრეული ურთიერთობებითა და ხმაურიანი განქორწინებებითაა ყურადღების ცენტრში მოქცეული. ყველასათვის საყვარელი მომღერლის მესამე რჩეული 33 წლის მუსიკოსი გიორგი ცაგარელია, რომელიც საზოგადოებამ სწორედ ლიზასთან ურთიერთობის შემდეგ გაიცნო.

ვირტუოზთან დაახლოების შემდეგ ლიზას პირადი ცხოვრება ისევ განხილვის საგნად იქცა. მიზეზი კი ის არის, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელს შეადგენს. ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან და ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობენ. მიუხედავად ამისა, ფოტოები მოწმობს, რომ მათ საერთო ინტერესები და ჰარმონიული ურთიერთობა მჭიდროდ აკავშირებთ.

მომღერალი ლელა წურწუმია და პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და, შეიძლება ითქვას, სკანდალური წყვილი. ჰყავთ ერთი საერთო შვილი მარიკო, რომელსაც 17 წელი შეუსრულდა. ლელა წურწუმიასა და მის პროდიუსერ მეუღლე მამულიჩას შორის ასაკობრივი სხვაობა 2 წელს შეადგენს, ლელა მამულიჩაზე უფროსია.

თუმცა ამ შემთხვევაში ეს ორი წელი არაფერს ნიშნავს, მათი სიყვარულის ისტორია 19 წელს ითვლის და საზოგადოებას ეს წყვილი ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია. მიუხედავად უამრავი მითქმა-მოთქმისა, მათი ქორწინება მყარი გამოდგა.

მომღერალი ნინო ქათამაძე და ექიმი დათო ლოლაძე – ყველასათვის საყვარელ ჯაზის მომღერალს არანაკლებ საყვარელი და მხიარული ქირურგი მეუღლე ჰყავს, რომლისგანაც 9 წლის ვაჟი ნიკუშა ჰყავს. მათი სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელიწადს ითვლის. 46 წლის შემსრულებელი თვლის, რომ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არ უნდა ისაუბროს, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში დათოსთან პირველ შეხვედრას იხსენებს: „მე გავიჭერი ფეხი და დათოს პაციენტი გავხდი, შემდეგ დავახლოვდით. ნინო დათოზე 7 წლითაა უფროსი. ამ ურთიერთობამ მასწავლა, რომ კითხვების დასმა ზედმეტია, როდესაც იცი პასუხი და ეს სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში 7 თვე მე და დათუნა არ ვართ სახლში, ნიკუშა ყოველთვის გვაერთიანებს“.

ფართო საზოგადოება ნინო ქათამაძის მეუღლეს დღემდე ვერ გაიცნობდა, რომ არა რეიტინგული გადაცემა „ექიმები“. სწორედ ამ გადაცემაში შედგა დათო ლოლაძის დებიუტი, როგორც ახალბედა ტელეწამყვანის და მან მალე თაყვანისმცემლების არმია გაიჩინა.

მოდელი ნინი ნებიერიძე და ბიზნესმენი თემურ უგულავა – ცნობილი ქართველი მოდელი CHAOS-ის ქსელის და ბარ Lolita-ს დამფუძნებელია. მისი პირადი ცხოვრება ხმაურითა და საზოგადოების განუწყვეტელი ინტერესითაა მოცული. ნინის რჩეული მილიონერი თემურ უგულავაა. ამ წყვილს შორის ასაკობრივ სხვაობას ყველა დიდი ყურადღებას აქცევს. 23 წლის მოდელისა და 52 წლის ბიზნესმენის ქორწინებას მრავალი ჭორ-მართალი ახლავს.

ეს თემურ უგულავასთვის მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან თემურს ორი შვილი ჰყავს, მეორე ქორწინება კი ხანმოკლე აღმოჩნდა. ნინის და თემურ უგულავას თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი – ვაჟი და სულ ახლახან გოგონა შეეძინათ, რომელსაც კრეატიული სახელი ტოკიო დაარქვეს.

იუმორისტი ვასო ფხაკაძე და მოდელი ლიკა მეტრეველი – წარმატებული ქართველი იუმორისტისა და მოდელის სიყვარულის ისტორია 2014 წელს დაიწყო და ქორწილით მალე დაგვირგვინდა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს საერთოდ არ იგრძნობა ურთიერთობაში და ფაქტია, რომ ამას ხელი მათთვის არაფერში შეუშლია.

წყვილი ერთმანეთს საერთო მეგობრის წრეში შეხვდა, დამეგობრდნენ, მერე, როგორც ხდება ხოლმე, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახიც შეიქმნა. ბედნიერ წყვილს ჰყავს ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი – ნანა და ნიტა ფხაკაძეები.

ყველა ახალი ამბავი
0