ჭიათურა საბაგიროების გარეშე დარჩა

© photo : courtesy of Faig Huseynovსაბაგირო ჭიათურაში
საბაგირო ჭიათურაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის საბაგიროების დანადგარებს დეფექტოსკოპია ჩაუტარდება

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. კომპანია Georgian Manganese-ს გადაწყვეტილებით, ჭიათურაში თერთმეტივე საბაგირომ მუშაობა დროებით შეაჩერა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჭიათურას ხშირად საბაგიროების ქალაქს უწოდებენ. ჭიათურის მოსახლეობისთვის საბაგირო მთავარ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს. ყოველდღიურად საბაგიროებით ათი ათასამდე ადამიანი სარგებლობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, ის ადგილობრივ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

„სანამ კომპანია არ დარწმუნდება, რომ სამგზავრო საბაგიროების მოწყობილობები საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, კომპანია აჩერებს თერთმეტივე სამგზავრო საბაგიროს მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც Georgian Manganese იუწყება, კომპანიის კუთვნილი საბაგიროების ტექნიკური შემოწმება ორი თვის წინ დაიწყო. შესაბამისი ინსპექტირება მან კვალიფიციურ ორგანიზაციას დაუკვეთა. ექსპერტების დასკვნამ აჩვენა, რომ მოწყობილობების სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარულ, ვიზუალურად უხილავ დეფექტებს, როგორიცაა ბზარები, ცვეთა, წყვეტა და ა.შ.

Это если заглянуть сквозь арку академии - Sputnik საქართველო
სასამართლო: თბილისის მერიას მთაწმინდაზე საბაგირო გზის მშენებლობა აღარ ევალება

„შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ დამატებით ჩაატაროს ინსტრუმენტული შემოწმება (დეფექტოსკოპია), რათა სრულად შეისწავლოს ყველა ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს მოწყობილობების უსაფრთხო მუშაობაზე“, - იუწყება Georgian Manganese.

დამატებითი კვლევის ჩატარებას დაახლოებით 20-25 დღე დასჭირდება. იმისათვის, რომ ჭიათურელები არ დარჩნენ გადაადგილების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალების გარეშე, კომპანიამ დროებით ალტერნატივას მიაგნო.

„გარდამავალ პერიოდში მათი ალტერნატიული ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფა მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა" მოლაპარაკებები აწარმოა სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც ავტომანქანები უკვე გამოყო და მოსახლეობის მოემსახურება დაიწყო“, - აღნიშნავს კომპანია.

ის კოშმარი შენელებული კადრივით მახსენდება – 29 წელი თბილისის საბაგიროს ტრაგედიიდან >>

ჭიათურაში 1954 წელს საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა აშენდა, რომელიც დღემდე ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად ითვლება. დღეისთვის ჭიათურაში 15 მოქმედი საბაგირო მიმართულებაა. უმეტესობა მათგანი, იმ გზების გამოკლებით, რომლის მოდერნიზებაც მიმდინარეობს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს" (Georgian Manganese) ეკუთვნის. ოთხი საბაგირო მიმართულება ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზეა. გარდა ამისა, ყველა საბაგიროთი მგზავრობა უფასოა.

გარდა ამისა, Georgian Manganese არის ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი შახტების ოპერატორი, სადაც დაახლოებით 3 ათასი ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია ფლობს ცხრა მაღაროს, რამდენიმე ფაბრიკასა და ქარხანას და ასევე ავტოპარკს.

ჭიათურაში საბაგირო წლის ბოლოსთვის გაიხსნება >>

„ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროების ოპერატორია. ის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის" (Georgian American Alloys) ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. „ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, ჰოლდინგი აერთიანებს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს". კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0