სანაპიროზე ქალი მაშველები გამოჩდნენ – გაიგეთ, რა შედის მათ მოვალეობაში

© photo: Emergency Management Service / FBშავი ზღვის სანაპირო ზოლის მაშველები
შავი ზღვის სანაპირო ზოლის მაშველები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს დამსვენებელს აჭარის სანაპირო ზოლზე ქალი მაშველები დახვდებიან.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. აჭარის სანაპირო ზოლზე პირველად გამოჩნდნენ ქალი მაშველები, რომლებიც ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და ისინი საკურორტო სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან, აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაშველებმა მტკვრიდან პენსიონერი ქალი ამოიყვანეს - Sputnik საქართველო
მაშველებმა მტკვრიდან პენსიონერი ქალი ამოიყვანეს

უწყების ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საკურორტო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. საერთო რაოდენობიდან ამ სეზონზე 20-მდე მაშველი გოგონა იქნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოციალურ ქსელში ქალი მაშველების ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას მათ ფუნქცია-მოვალეობებს განუმარტავს.

  

უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალი მაშველების მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.

მაშველებმა გრიგოლეთში ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს >>>

მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილი.

ყველა ახალი ამბავი
0