23 დაღუპული და 200-ზე მეტი დაზარალებული – 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

© AFP 202413 ივნისი
13 ივნისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის გამო თბილისი მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. 13 ივნისის სტიქიიდან დღეს 4 წელი გავიდა – 21 დაღუპული, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული და 200-ზე მეტი დაზარალებული მოქალაქე – ასეთია სტიქიის შედეგი.

ნინო ჩხობაძე - Sputnik საქართველო
რა უნდა გაკეთდეს, რათა თბილისში 13 ივნისის ტრაგედია არ განმეორდეს

ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

ამ დროს ზოოპარკში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი იყო, მათგან ზოგიერთი ვოლიერს გარეთ, თბილისის ქუჩებში აღმოჩნდა. იმ დღეებში უამრავმა კამერამ დააფიქსირა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი ბეგი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.

თბილისში 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეულ ბეჰემოთ ბეგის ძეგლს დადგამენ >>>

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი–სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა–წყნეთის გზის მონაკვეთი.

13 ივნისის სტიქიისა და დედაქალაქში მოულოდნელად დატრიალებული ტრაგედიის გამო თბილისი მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0