კახა კალაძე: ტაქსის მძღოლებს ავტომობილების ჩასანაცვლებლად იაფ სესხს მისცემენ

გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებულ სიახლეზე ისაუბრა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, რათა ტაქსის მძღოლებს იაფი სესხი მისცენ ავტომობილების ჩასანაცვლებლად, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

ტაქსი - Sputnik საქართველო
მორიგი დათმობა თუ... კალაძე ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთ შანსს აძლევს

კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებთან მოლაპარაკებების ეტაპზე გამოიკვეთა მათი პრობლემა, რომ ვინაიდან მათი შემოსავალი არსად არის აღრიცხული, ამის გამო უჭირთ ბანკში სესხის აღება, მაგალითად, ავტომანქანის შესაცვლელად. ამიტომ ამჟამად მერია მუშაობს მათთვის კონკრეტულ შეთავაზებებზე, სპეციალურ პროგრამებზე, რომლითაც ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ ავტომობილები, ან ავტომანქანასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გადასაჭრელად.

თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ ტაქსების რეფორმაა. მერიამ ბევრი რამ დათმო კიდევაც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა ხელი შეუწყონ ტაქსის მძღოლებს.

ყველა ახალი ამბავი
0