ვინ გახდება სახელმწიფო ინსპექტორი - საქართველოს პარლამენტი კანდიდატებზე მსჯელობს

© photo: Sputnik / Stringerსატელევიზიო კამერა
სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სტრუქტურა მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე იმუშავებს

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ პარლამენტმა 2018 წელს მიიღო. ახალმა უწყებამ თავის თავზე უნდა აიღოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ვალდებულება და გარკვეული ტიპის დანაშაულის გამოძიება.

საქართველოში ახალი საგამოძიებო უწყება იქმნება >>

თოლორაიას გარდა, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილი იყო კიდევ ერთი კანდიდატურა - ვალერი ლომუაშვილი. კანდიდატების ბიოგრაფიები დეპუტატებს საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გააცნო, რის შემდეგაც კანდიდატებმა თავიანთ ხედვაზე ისაუბრეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.

ინტერნეტ-ვირუსი - Sputnik საქართველო
ფულის გამოძალვა ინტერნეტით: რა სახის კიბერსაფრთხე ემუქრება საქართველოს

შედეგად, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს 34 წლის თოლორაიას. საბოლოო გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ თოლორაია ხმათა საჭირო რაოდენობას მოაგროვებს, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაინიშნება.

2009 წლიდან 2018 წლის თებერვლამდე თოლორაია საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა.

2019 წლის თებერვლიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორია.

„თანამდებობა არ არის პრივილეგია" – აჭარის მთავრობის მეთაური ჩინოვნიკების დაკავებაზე >>

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას, დამამცირებელ მოპყრობას მართლწესრიგის დამცავი ორგანოების წარმომადგენელთა და ჩინოვნიკთა, ასევე მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან.

გარდა ამისა, ახალი საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაში იქნება ძალის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

ყველა ახალი ამბავი
0