რომელი შენობების გარე პერიმეტრზე სავალდებულო გახდება ვიდეოკამერების დამონტაჟება

© photo: Sputnik / Vadim Zhernov / გადასვლა მედიაბანკშივიდეოკამერა
ვიდეოკამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი განისაზღვრება, რომელთა გარე პერიმეტრზე ავტომატური ფოტო ან ვიდეოტექნიკის განთავსება-დამონტაჟება სავალდებულო იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტომატური ვიდეოტექნიკით აღჭურვილი უნდა იყოს სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები.

ვიდეოკამერები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა ამოქმედდა

 ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ზემოთ აღნიშნული შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილი მუდმივი დენის წყაროთი უნდა იყოს, დარბაზი, სალარო, შესასვლელი და გარე პერიმეტრი ავტომატური ვიდეოტექნიკით უნდა იყოს აღჭურვილი და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

კანონპროექტით კონკრეტდება ისიც, რომ დარბაზში, სალაროსა და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მუშაობის მთელ პერიოდში უნდა მიმდინარეობდეს, გარე პერიმეტრზე მუდმივად, ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით კი, არანაკლებ 30 დღის განმავლობაში უნდა ინახებოდეს, რათა დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოებს წარედგინოს.

ცვლილება ასევე ავტოგასამართ სადგურებს შეეხო.

ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის მიერ ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა 2 000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

რადარი - Sputnik საქართველო
ფრთხილად მძღოლებო! ბათუმსა და სენაკში „ჭკვიანი“ კამერების რიცხვი გაიზარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის ტექნიკურ მოთხოვნებს, პარამეტრებს, მახასიათებლებსა და მისი დამონტაჟება-განთავსებისა და ასევე ექსპლუატაციის წესს საქართველოს მთავრობა დაადგენს.

დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას. იმ შემთხვევაში, თუ მიცემული გაფრთხილება განსაზღვრულ ვადაში არ შესრულდება, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, მათი ინიცირება 10 ივნისის, ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0