რატომ დაიკეტა ქობულეთი-ბათუმის გვირაბი

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, ორდღიანი შეზღუდვა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველო–თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე არსებულ გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა ორი დღით იზღუდება, ნათქვამია აჭარის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო
რიკოთის გვირაბი დაიკეტა: როდის მოიხსნება შეზღუდვები

უწყების ცნობით, სენაკი-ფოთი-სარფის 92-ე კილომეტრზე ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს 08:00 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე აიკრძალა.

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში  განხორციელდება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.  ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გააკონტროლებენ.

უწყების ცნობით, ორდღიანი შეზღუდვა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0