მოწევისთვის თავის დანებება საქართველოში გაიაფდება

გამოწერა
პროდუქცია, რომელიც ადამიანს ნიკოტინდამოკიდებულებასთან ბრძოლაში ეხმარება, უფრო იაფი გახდება.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა შესწორებები საგადასახო კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს ნიკოტინდამოკიდებულებასთან ბრძოლის საშუალებების იმპორტისა და დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლებას, იუწყება პირველი არხი.

კანონპროექტის ავტორია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომლის განცხადებით, ეს კანონპროექტი თამბაქოს საწინააღმდეგო პროგრამის ნაწილია.

„2018 წლის 1 მაისს კანონმდებლობის გამკაცრებამ თამბაქოს კვამლისგან დახურული სივრცის უპირობო გათავისუფლება გამოიწვია. ამ პროცესს თან თამბაქოზე თავის დანებების მსურველთა გააქტიურება სდევს. ვინაიდან მას მკვეთრი ადიქციის (დამოკიდებულების) ჩამოყალიბება ახასიათებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ის პროდუქცია, რაც ამ თამბაქოზე თავის დანებების ეფექტიან საშუალებებად მიიჩნევა განვითარებულ სამყაროში", – განაცხადა ზოიძემ ტელეკომპანიის ეთერში.

მისი თქმით, საშუალებების ჩამონათვალს, რომლებსაც საგადასახადო შეღავათები შეეხება, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები შეადგენენ.

მაღაზიების ვიტრინები, სადაც ადრე სიგარეტი იყიდებოდა - Sputnik საქართველო
საქართველოში სიგარეტის იმპორტიორებისთვის წესები მკაცრდება

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები წარმოადგენს.

თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის პარალელურად ხელისუფლება მწეველთა სასარგებლოდ გარკვეულ დათმობაზე მაინც წავიდა. აღნიშნულ კანონში შესწორებები 2019 წლის დასაწყისში შევიდა, რომლის თანახმად, თამბაქოს მოხმარება ნებადართული გახდა უმაღლესი სასწავლებლების, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ეზოებში.

თუმცა, მრავალბინიანი სახლების ჰოლში, სადარბაზოში, დერეფანში, ლიფტში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარებისთვის გაიზარდა ჯარიმები.

როგორ შევამციროთ თამბაქოს მოხმარება: ათი მარტივი ხერხი>>

თუ ადრე ჯარიმა 50 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ოდენობა 100 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაორმაგდა ჯარიმა კანონის ხელმეორედ დარღვევისთვის – 200 ლარი.

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის ჯარიმა შემცირდა – მუშაობის დროს თამბაქოს მოხმარებისთვის ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება.

აღმართში დაწეული ქვა... ანუ თუთუნიც ძვირდება?!>>

ჯარიმდებიან ასევე იმ არასრულწლოვნების მშობლები, რომლებიც შეუფერებელ ადგილზე ეწევიან. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0