სკანდალურად გათავისუფლებული მინისტრის ადგილზე მაია ხაჯიშვილი დაინიშნა

© Government of Adjaraაჭარის მთავრობის შენობა
აჭარის მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების მინისტრის პოსტი ვაკანტური 26 მაისს გახდა.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა, რომელიც საგანგებო ბრიფინგზე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.

ხაჯიშვილმა მინისტრის თანამდებობაზე ინგა შამილიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც რიჟვაძემ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მსვლელობის დროს რუსული დროშების გამოჩენის ფაქტთან დაკავშირებით გაათავისუფლა.

რისთვის გაათავისუფლეს აჭარის განათლების მინისტრი>>>

მაია ხაჯიშვილს ბოლო დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი იგი აჭარის განათლების სამინისტროს იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა, სადაც შემდგომ იყო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

„მაიას განათლების სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, დაწყებული რიგითი სპეციალისტიდან. მას გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც საჭიროა განათლების სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. მას ასევე ბოლო წლებში უმაღლეს საბჭოში მუშაობის გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს ყველა იმ დავალებას, რომელიც მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსა და მთლიანად მთავრობის წარმატებისთვის", – განაცხადა რიჟვაძემ.

ხაჯიშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურს და მთელ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„განათლება – ეს პოლიტიკური გზავნილია და, შესაბამისად, ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. საჭიროა ძალების მთლიანი მობილიზება იმისთვის, რათა ღირსეულად ავუბათ ფეხი რეგიონში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, რომ ამ მიმართულებით ვიყოთ ეფექტურები", – განაცხადა ხაჯიშვილმა.

თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
„თანამდებობა არ არის პრივილეგია" – აჭარის მთავრობის მეთაური ჩინოვნიკების დაკავებაზე

ახალი მინისტრი პირობას დებს, რომ არსებულ პროგრამებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გააუმჯობესებს. გარდა ამისა, ამბობს, რომ იგი გააკეთებს ყველაფერს, რათა რეგიონში მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში.

სკანდალის ისტორია

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, ტრადიციულად, საერთაშორისო საბავშვო ფოლკლორული ფესტივალი „ოქროს დელფინის" მონაწილეების მსვლელობით იხსნება, რომელიც აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

წელს ფესტივალში ათი ქვეყანა მონაწილეობდა. ფესტივალის მონაწილეები ბათუმის ქუჩებში ეროვნულ სამოსსა და თავიანთი ქვეყნების დროშებით გამოვიდნენ. ღონისძიებაზე რუსეთის სახელმწიფო დროშების გამოჩენამ, რომელთანაც საქართველომ 2008 წლის აგვისტოში დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და მასმედიაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საბავშვო ფესტივალს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა ეს ფაქტი მაინც გახდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი.

ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შამილიშვილმა რამდენჯერმე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. მაგალითად, გასული წლის ივნისში აქტიურად იხილებოდა ფოლკლორულ ფესტივალზე მისი რუსულ ენაზე გამოსვლა. მაშინ აჭარის მთავრობის მეთაური ზეპირი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

ყველა ახალი ამბავი
0