თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი ტარდება

© photo: courtesy of Nina Chikvashviliსასკოლო განათლების ფორუმი
სასკოლო განათლების ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმი საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორვარდის“ (Forward) ორგანიზებით იმართება

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი მიმდინარეობს, რომლის მიზანი ერთიანი სივრცის შექმნით, სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სომხეთის განათლების მინისტრი არაიკ არუთინიანი და მისი ქართველი კოლეგა მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
სომხეთი საქართველოს მაგალითს იღებს - თბილისში ქართულ რეფორმებზე იმსჯელეს

ღონისძიებაზე  შედგება პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები. ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: განათლების სისტემის რეფორმების ისტორია 1991 წლიდან დღემდე, განათლების სტრატეგიები, დაგეგმილი და განუხორციელებელი რეფორმები; ახალი სკოლის მოდელი; სინთეზური აზროვნების აუცილებლობა; სკოლის მართვის ინოვაციური სისტემები და სხვა.

ღონისძიების სპიკერები არიან: გია მურღულია, არჩილ სუმბაძე, ირინა აბულაძე, სიმონ ჯანაშია, გიორგი გახელაძე, გია შარვაშიძე, ავთო აბდუშელიშვილი, თამარ ჯაყელი, ირინა ხანთაძე, მამუკა ხამხაძე, ანდრო დგებუაძე, ლიკა აბრამაშვილი, რამზიკ ბადალიანი.

„ჩვენი მიზანია, ერთიანი სივრცის შექმნით, ხელი შევუწყოთ სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგის დაწყებას, გაიზარდოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და დავეხმაროთ სკოლებს ახალი პარტნიორების მოძიებაში“, – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია მურღულიამ.

ღონისძიების ბლიც-ინტერვიუში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტებს მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენენ >>

ფორუმი საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორვარდის“ (Forward) ორგანიზებით იმართება.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების დონის შეფასების ახალი სისტემა, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვა. რეფორმები ოთხი წელიწადი გაგრძელდება და მიზანმიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიმკვიდროს.

ყველა ახალი ამბავი
0