„მამის მეგობრისგან“ -  დაღუპული სამხედროების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს

© photo: Ministry of Defence of Georgia / FBსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გარდაცვლილი სამხედროების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გარდაცვლილი სამხედროების შვილებს  ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთა დაცვის დღე მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გარდაცვლილი სამხედროების შვილებს  ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მინისტრმა ბავშვებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა.

2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების შვილებმა სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

„მხიარული სტარტების მონაწილე გუნდებს თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გულშემატკივრობდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სპორტული შეჯიბრებების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მედლები წარწერით – „მამის მეგობრისგან“ გადასცა. იუნკერებმა კი ბავშვები ბურთებითა და ბადმინტონებით დაასაჩუქრეს.

„მხიარული სტარტების“ შემდეგ დაღუპული სამხედროების შვილები სამხედროებთან ერთად სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ. მათ საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს სიმულაციურ ცენტრში, გაისეირნეს კვადროციკლებით, დაესწრნენ ვირტუალური ბრძოლის სცენებს, ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი და პეინტბოლი.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს პროექტის – „მამის მეგობრისგან“ ფარგლებში გაიმართა.

ბავშვთა დაცვის დღე მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0