ბავშვთა დაცვის დღე 2019: ღონისძიებები, აქციები, დღესასწაულის ისტორია

© Sputnik / Alex Shlamovმთაწმინდის პარკი
მთაწმინდის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის პირველ დღეს აღნიშნავენ ბავშვთა დაცვის დღეს - მსოფლიოში ყველაზე საბავშვო დღესასწაულს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელს მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება, 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული.  ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

პრემია „ოქროს პეპელა - Sputnik საქართველო
ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები: თბილისში ფესტივალი გაიმართება

ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები. ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ ცხოვრება.

გასართობი ღონისძიებები

საქართველოში ამ დღეს ბევრ სიურპრიზს ელიან. 

„კინოს სახლში“ თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ქუჩის ნახატების ფესტივალს: ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, დახატონ დიდ პანოებზე, რომლებითაც მათ ორგანიზატორები მოამარაგებენ. მათთვის შთაგონების წყარო იქნება გალერეაში გამოფენილი ტილოები.

ვაკის პარკის სტუმრებს ელის კონცერტი, გასართობი კონკურსები, საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ლაბორატორია, კონტაქტური ზოოპარკი, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტების შოუ, სამაგიდო ფეხბურთი, ლაბირინთი, საბავშვო ნახატების გამოფენა. 

მთაწმინდის პარკში ბავშვებს ელოდებიან კლოუნები, მიმები, ზღაპრის გმირები, საბავშვო ანსამბლები, პრიზების გათამაშება და მრავალი სხვა. ზოოპარკში ზეიმის სტუმრებს ელით კონკურსები მეკობრეობის თემაზე, განძის ძებნა, თევზაობა, ჯირითი, ლასოს სროლა, ორჩოფეხებზე სიარული და მანქანებით რბოლა.

„ისთ-ფოინთის“ ტერიტორია 5 „სამეფოდ“ დაიყოფა, ყოველ მათგანში გასართობი წარმოდგენები გაიმართება. ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ კოსტიუმირებულ აღლუმში, ითამაშებენ კრიკეტს, უყურებენ საპნის ბუშტების შოუს, მიიღებენ საჩუქრებს - და ეს ყველაფერი საბავშვო სიმღერების ფონზე გაიმართება.

ტურისტული ავტობუსი - Sputnik საქართველო
ბავშვებს სამართალდამცველები აცილებენ: როგორ ტარდება სასკოლო ექსკურსია ევროპის ქვეყნებში

სავაჭრო-გასართობ ცენტრ „თბილისი გალერიში“, კოსმოსურ სივრცეში „რია რია“ გასართობ პროგრამაშია მფრინავი ფოტოსტენდი, დიჯეის გამოსვლა, თემატური დეკორაციები, კონკურსები კოსმოსურ თემაზე და მხიარული ორკესტრი.

„თბილისი მოლში“ ყველაზე პატარა სტუმრებს სიურპრიზებს მოუმზადებენ. აქ იქნებიან მხიარული კლოუნები, თოჯინების თეატრი, სპორტული შეჯიბრები, ზღაპრის გმირები და სხვ.

სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაშიც“ აღნიშნავენ. პროგრამაშია საცირკო წარმოდგენები, საპნის ბუშტების შოუ, ჟონგლიორების, ილუზიონისტების გამოსვლა და სხვ. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

დღესასწაულის ისტორია

ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
რას ჭამენ ჩვენი ბავშვები: ბაღებს პროდუქტებით ახალი კომპანია მოამარაგებს

ბავშვთა უფლებების დეკლარაცია 1959 წელს იყო მიღებული და ბავშვთა თანაბარი უფლებები გამოაცხადა აღზრდის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, ფიზიკური და სულიერი განვითარების სფეროში, დამოუკიდებლად კანის ფერის, ეროვნული კუთვნილების, საზოგადოებრივი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და ა.შ. 

დეკლარაცია მოუწოდებს მშობლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მთავრობებს აღიარონ ბავშვთა უფლებები და მათ განხორციელებას ხელი შეუწყონ. 

პირველი და ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც ბავშვთა უფლებები საერთაშორისო სამართლის დონეზე იხილებოდა, გაეროს მიერ 1989 წელს 20 ნოემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია გახდა. კონვენციას ხელი 61 ქვეყანამ  მოაწერა. 

თითოეულ ქვეყანაში ბავშვები მოსახლეობის დაახლოებით 20-25% შეადგენენ. სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ. მაგალითად, ევროპასა და ამერიკაში დიდ პრობლემად ითვლება ტელევიზიისა და ინტერნეტის ნეგატიური ზეგავლენა.

ხათუნა კავთელაძე - Sputnik საქართველო
როგორ ზრდიან ჰოლანდიელები ბავშვებს, თავისუფლება ჰოლანდიურად და სიყვარული ქართულად

აფრიკის და აზიის ქვეყნებში ბავშვებს ემუქრება შიმშილი, შიდსი, სამხედრო კონფლიქტები და წერა-კითხვის უცოდინარობა. ბავშვები იქ ექიმებისა და მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპებიან. ასეთ ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალია. 

ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვებს როგორც უფასო სამუშაო ძალას იყენებენ და მონობაშიც ყიდიან.

ბავშვების მკაცრი აღზრდა, რომელიც საქართველოში ნორმად ითვლება, მიუღებელია, რადგან ეს მათ უფლებებს არღვევს, მიაჩნია UNICEF კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს.

UNICEF-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 45% თვლის, რომ ბავშვების მიმართ ფიზიკური ძალადობა მისაღებია. გამოკითხულთა 60%-მა თქვა, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდები უკეთეს შედეგებს იძლევა.

 

ყველა ახალი ამბავი
0