შსს: „თბილისი პრაიდის" ჩატარება დიდი რისკის გამო შეუძლებელია

გამოწერა
თბილისში LGBTQI (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ) პრაიდის კვირეულის გამართვა 18-23 ივნისს არის დაგეგმილი

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ,,თბილისი პრაიდის" ღონისძიებების ჩატარება დაგეგმილ ადგილებზე და დაგეგმილი ფორმატით შეუძლებელია, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია - Sputnik საქართველო
ვინ და რატომ არ იმღერებს 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე

უწყების ცნობით, ,,თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა 30 მაისს გამართეს, სადაც წარმოადგინეს „თბილისი პრაიდის" ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა.

"სამინისტროს წარმომადგენლებმა ,,თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის" ჯგუფს გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები შესთავაზეს, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის.

თბილისში LGBTQI (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ) პრაიდის კვირეულის გამართვა 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0