საქართველოში შშმ პირებისადმი მიდგომა ინდივიდუალური იქნება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliშშმ პირები
შშმ პირები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შშმ პირები სახელმწიფოსგან დახმარებას ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებენ

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. 2020 წლის დასაწყისიდან საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სტატუსის მინიჭების მოდელი შეიცვლება, განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მოქმედი მოდელის თანახმად, სტატუსის მინიჭება არ ითვალისწინებს შშმ პირების ინდივიდუალურ მოთხოვნებს - ყველა ერთნაირ მომსახურებასა და შეღავათებს იღებს. ახალი მოდელი კი ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას, თითოეული შშმ პირის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განცხადებების მიღება იწყება>>>

ბოლო წლებში ბიუჯეტი, რომელი შშმ პირების მხარდაჭერისკენ არის მიმართული, გასამმაგდა, თუმცა, მინისტრის სიტყვებით, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის საკმარისი შესაბამისი სერვისები.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის ფონდმა" კვლევა ჩაატარა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში არ არსებობს შშ პირების მხარდაჭერისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით გრძელვადიანი ხედვა. შესაბამისად, შშმ პირები ვერ იღებენ შესაბამის სერვისებს.

შშმ პირი ინვალიდის ეტლში - Sputnik საქართველო
თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში შშმ პირთათვის ლიფტები დამონტაჟდება

კვლევის ავტორების თქმით, სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე წელიწადში 212 მლნ ლარს ხარჯავს. ეს თანხა, ძირითადად, იხარჯება სოციალურ დახმარებაზე და ორიენტირებულია შშმ პირებზე გათვლილი სოციალური პროგრამების შემუშავებასა და დაფინანსებაზე.

სპეციალისტები ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, შშმ პირების აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით შექმნან გრძელვადიანი ხედვა.

ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში ასეთი 100,1 ათასი ადამიანია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს სოციალურ დახმარებას 125,1 ათასი ადამიანი იღებს.

შშმ პირები ოთხ ჯგუფს შეადგენენ: პირველი ჯგუფი (აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები - აქედან 26,7 ათასზე მეტი ადამიანი), მეორე ჯგუფი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) – 58,2 ათასზე მეტი პირი, მესამე ჯგუფი (ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) – 9,9 ათასი ადამიანი და მეოთხე ჯგუფი (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფები - 5,1 ათასზე მეტი პირი.

 

ყველა ახალი ამბავი
0