კინაღამ ბავშვი დაიხრჩო, მეხვეწებოდა, დედა გადამარჩინეო - სტიქია ლემშვენიერაში

გამოწერა
სტიქიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ლემშვენიერა დააზარალა.

ადგილობრივები Rustavi 2-თან ამბობენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მოვარდნილმა წყალმა სოფელ ლემშვენიერაში ვენახები და ბაღები, თითქმის, მთლიანად გაანადგურა. სოფელში რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო ელექტროენერგია. მოსახლეობას ბუნებრივი აირიც არ მიეწოდებოდა.

"მე და ბავშვი ვიყავით მარტო, კაცები არ იყვნენ სახლში. ბავშვი მეხვეწებოდა, დედა გადამარჩინეო. არაფერს არ მივაქციე ყურადღება, ბავშვზე მქონდა ყურადღება გადატანილი. ყველაფერი გამიფუჭდა" - განაცხადა დაზარალებულმა.

სტიქიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ფრინველი იმსხვერპლა.

„ტექნიკა ყველაფერი გააფუჭა. საშინელებაა. ერთი საათის განმავლობაში მაგარი სეტყვა, წვიმა იყი, ვერ გაატარა, დაგუბებული იყო და კინაღამ ბავშვი დაიხრჩო,“ - იხსენებენ მომხდარს ადგილობრივები.

ადგილობრივები ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0