ძალიან ელოდა პატარას, ვეღარ ვხვდები რა დავწერო – გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ ჟურნალისტზე

© courtesy of Giorgi Kekelidzeგიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დაღუპულ ჟურნალისტზე ნინი ჯაფარიძეზე სოციალურ ქსელში წერს.

კეკელიძე აცხადებს, რომ ბიბილიოთეკა ნინის სახელობის სტიპენდიას გასცემს ერთ გამორჩეულ მკითხველზე. მისი თქმით, ჟურნალისტმა სულ ხუთი დღის წინ გააჩინა პირველი შვილი და გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

კეკელიძე იხსენებს, რომ როცა "აჩუქე წიგნის'' აქცია დაიწყო, ნინი "ბიბლუსს" წარმოადგენდა და ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ.

"ძალიან ელოდა პატარას, მომავალ 23 აპრილს ერთად ჩავატარებთო, ხუმრობდა. არ ვიცი, მართლა ვეღარ ვხვდები რა დავწერო, ვერც სიტყვის გამხატვრულების აზრს ვხედავ და ვერც ბევრი წერის. ეს ჩვენი ფოტოა იმ დიდი და მნიშვნელოვანი დღიდან, სააგენტოებს უდევთ, წავაწყდი და გადმოვიტანე", – წერს კეკელიძე.

მისი თქმით, მომავალ 23 აპრილს აუცილებლად გაიცემა ნინის სახელობის სტიპენდია ერთ გამორჩეულ მკითხველზე და ასე იქნება ყოველ წელს, რომ მისი სახელი შემორჩეს და მისმა შვილმა, დედის გაცნობა რომ ვერ მოასწრო, ასე მაინც იამაყოს.

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობიდან მეხუთე დღეს გარდაიცვალა. "იმედის კლინიკამ" გუშინვე გაავრცელა განცხადება, სადაც ნინის დაღუპვის მიზეზია დასახელებული.

ყველა ახალი ამბავი
0