ფული ამიღია – რა კავშირი აქვს გია სურამელაშვილს გვამებით ვაჭრობასთან

© courtesy of Gia Suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი გია სურამელაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი ადამიანების გვამები არაერთხელ გაუყიდია.

მისი თქმით, ეს სტუდენტობის პერიოდში ხდებოდა, როდესაც სამედიცინოზე სწავლობდა და პრაქტიკებს მე-8 საავადმყოფოში გადიოდა, სადაც მის მოვალეობაში გარდაცვლილი პაციენტების პროზექტურაში გადაყვანაც შედიოდა.

"ცხედრის წაღება უნდოდათ და არ უნდოდათ, რომ პროზექტურაში ცხედარი გაეჭრათ. წესით, უფლება არ გვქონდა, მაგრამ ზოგს ისეთი პატრონი ჰყავდა, ბუინობდა. ვიღებდი ფულს, აბა თავს ხომ არ მოვაკვლევინებდი?!" – ამბობს მომღერალი.

სურამელაშვილის თქმით, ცხედრებში 300, 400 ლარიც აუღია, რასაც სხვა სტუდენტებთან ერთად იყოფდა. მისი თქმით, ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო, თუმცა არ ნანობს, რადგან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0