12:06 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
თეიმურაზ გორჯესტანი მეუღლესთან ერთად

ვინ არის პრეზიდენტის ვაჟის რჩეული - ფოტოები ხელმოწერის და ჯვრისწერის ცერემონიებიდან

© photo: Salome Zourabichvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
მარი ნებიერიძე
020

პრეზიდეტის ვაჟმა ფრანგ გოგონაზე ჯვარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწერა, დღეს კი მათ ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თეიმურაზ გორჯესტანმა მეუღლესთან, კონსტანსასთან ხელი მაწერა, ამის შესახებ ზურაბიშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

წყვილმა 2018 წლის აგვისტოში იქორწინა და ჯვარი ყაზბეგში, გერგეთის სამებაში დაიწერა.

თეიმურაზ გორჯესტანი მეუღლესთან ერთად
თეიმურაზ გორჯესტანი მეუღლესთან ერთად

რაც შეეხება ხელის მოწერი ცერემონიას, ის პარიზში დღეს გაიმართა.

-„ვულოცავ! ტკილად შეაბერდნენ ერთმანეთს“.

-„იმრავლეთ, იბედნიერეთ და იხარეთ, მრავალჟამიერ“.

-„გილოცავთ! ბედნიერებას და გამრავლებას ვუსურვებ“.

-„ბედნიერებას, გამრავლებას და დიდ სიყვარულს ვუსურვებ ამ ლამაზ წყვილს. ქეთევანსაც გადასხმოდეს მათსავით ბედნიერების წყალი. თქვენ კი მათით ღმერთმა გაბედნიეროთ და გახაროთ. მიყვარს თქვენი ჯანსაღი ქართული ოჯახი“.

-„გილოცავთ თქვენ და სრულიად თქვენს ოჯახს! ბედნიერება ყოფილიყოს მათი თანამგზავრი“, ულოცავენ საქართველოს პრეზიდენტს ფეისბუქ მომხმარებლები.

სალომე ზურაბიშვილს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი, თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს.  თეიმურაზი ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. თეიმურაზის რჩეული ფრანგი გოგონა - კონსტანსაა, რომელიც ჯვრისწერამდე ორი თვით ადრე პარიზში მართლმადიდებლური წესით მოინათლა.

მთავარი თემები