საქართველოში უსინათლო პირთათვის გამყოლი ძაღლის სერვისი დაინერგება

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიგამყოლი ძაღლი
გამყოლი ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამყოლი ძაღლი უსინათლო ადამიანებს ქალაქში დამოუკიდებელ გადაადგილებაში ეხმარება

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოში საპილოტე რეჟიმში ხორციელდება პროექტი „ოთხფეხა თერაპევტი“ - უსინათლო მოქალაქეებისათვის საქართველოში შეიქმნება გამყოლი ძაღლის ახალი სერვისი, იუწყება პირველი არხი.

პირველ ეტაპზე გადამზადდებიან ძაღლების მწვრთნელები, სპეციალურად ამისათვის ჰონგ-კონგიდან საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციის „გიდი ძაღლების საერთაშორისო ფედერაციის“ ერთ-ერთი სპეციალისტი ჯულიანა მატესი. მისი დახმარებით ორი ლაბრადორ-რეტრივერი იწვრთნება.

პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის განხორციელებას პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი გაეცნო.

ბავშვი დაუნის სინდრომით - Sputnik საქართველო
თბილისში შშმ ბავშვების მშობლებისთვის საინფორმაციო ცენტრი ამუშავდა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაცია. ვცდილობთ, ამ დარგში საქართველოს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. უსინათლოთათვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად გადაადგილება. გზამკვლევი ძაღლები კი, იქნებიან მათი გამცილებელი ქალაქში, ტრანსპორტში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ძაღლები კეთილგანწყობილი არიან შშმ პირების მიმართ. დოგოთერაპია პოლონეთში ძალიან აქტუალურია და იმედია, მალე ის საქართველოშიც დაინერგება“, – განაცხადა კარჩევსკიმ.

ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში ასეთი 100,1 ათასი ადამიანია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს სოციალურ დახმარებას 125,1 ათასი ადამიანი იღებს.

შშმ პირები ოთხ ჯგუფს შეადგენენ: პირველი ჯგუფი (აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები - აქედან 26,7 ათასზე მეტი ადამიანი), მეორე ჯგუფი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) – 58,2 ათასზე მეტი პირი, მესამე ჯგუფი (ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) – 9,9 ათასი ადამიანი და მეოთხე ჯგუფი (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფები - 5,1 ათასზე მეტი პირი.

ყველა ახალი ამბავი
0