06:13 26 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
ტაქსი

მძღოლების საყურადღებოდ! – კახა კალაძე მორიგ დათმობაზე მიდის

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (35)
101 0 0

თბილისში ავტომობილის უფასოდ გადაღებვას და სალონის ქიმწმენდას უფრო მეტი ტაქსის მძღოლი შეძლებს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ გადაწყვიტა იმ ტაქსის მძღოლების წრე გააფართოოს, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ავტომობილის გადაღებვისა და სალონების ქიმწმენდის უფასო ვაუჩერით.

ამ დრომდე აღნიშნული შეღავათებით სარგებლობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც შესაბამისი ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე აიღეს. ამიერიდან ვაუჩერებს გადასცემენ მათაც, ვინც ლიცენზიის აღების შემდეგ ავტომობილი შეიცვალა და ახალი ნებართვა მიიღო.

„ტაქსების რევოლუცია“ აღარ იქნება - ტაქსის მძღოლებმა მერიასთან მოლაპარაკებები ირჩიეს>>>

ამ ადამიანებმა 1 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდში უნდა მიმართონ პირდაპირ იმ კომპანიას, რომელმაც ტაქსისტებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ან განცხადებით მიმართონ ვებ-გვერდზე taxitbilisi.gov.ge

უფრო მეტიც, მერიამ გადაწყვიტა ეს ვაუჩერები გადასცეს მათაც, ვინც ლიცენზია 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით პერიოდში მიიღო. მთავარი პირობაა – ავტომობილი არ უნდა იყოს 15 წლის ზემოთ ასაკის.

ყოველივე ეს ეხება იმ ტაქსისტებს, რომლებიც А კატეგორიას იღებენ. მათთვის, სხვა სიკეთეებთან ერთად, თბილისში 437 უფასო პარკირების ადგილი გამოიყოფა.

„ამ რეგულაციებით ეს რეფორმა არ სრულდება. მომდევნო თვეების განმავლობაში შემოვა სიახლეები და, რა თქმა უნდა, სრულ ინფორმაციას მივაწვდით როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე მოსახლეობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ზოგადად ტრანსპორტი და, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინიციატივით 2018 წელს თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ.

მერია ტაქსის მძღოლებთან დათმობაზე რამდენჯერმე წავიდა. უკვე აღარ არის სავალდებულო А კატეგორიის ტაქსის თეთრად გადაღებვა – საკმარისი იქნება თეთრი ფერის ფირის გადაკვრა. ამასთან ერთად, მერიამ 2021 წლამდე გადაავადა В კატეგორიის ლიცენზიის მქონე მარჯვენასაჭიანი ტაქსის მძღოლებისთვის მგზავრების აყვანის აკრძალვა. 

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

თემები:
თბილისის მერია (35)

მთავარი თემები