დღეს ჭიაკოკონობაა: საბურავების დაწვისთვის დაჯარიმდებით

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიჭიაკოკონობა
ჭიაკოკონობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციული რიტუალია, რომელსაც აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოსახლეობას ჭიაკოკონობის დღესასწაულზე საბურავებისა და პლასტმასის მასალის დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ვნების კვირა დაიწყო: რა დაიშვება და რა იკრძალება ვნების შვიდეულში>>>

ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციული რიტუალია. საქართველოში მას აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ. ამ დღეს ანთებენ კოცონს. ბავშვები კოცონზე ხტებიან, მის გარშემო იკრიბებიან და მღერიან. გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება.

კოცონის დასანთებად მოსახლეობა ზოგჯერ ავტომობილების საბურავებს, პლასტიკურ მასალებს, ფოთლებს იყენებს, რაც ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

სააღდგომო კვერცხები, პასკა და ჯეჯილი - Sputnik საქართველო
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

„აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაწვან საბურავები და პლასტმასის მასალები ჭიაკოკონობაზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების დაწვა ღია სივრცეში აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას 200-დან 500 ლარამდე ოდენობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0