წითელა უკან არ იხევს – მინისტრი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს

CC0 / Pixabay / აცრა
აცრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროს წლევანდელ გეგმაში წითელაზე 300 ათასი ადამიანის აცრა შედის.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქვეყნის მოსახლეობას იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში წითელაზე აცრისკენ მოუწოდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით საქართველოში წითელათი დაავადების 3 172 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს რაოდენობა მთელი გასული წლის პერიოდში დაინფიცირებულთა მონაცემს ჭარბობს. ნორმად მიიჩნევა წელიწადში წითელათი დაავადების 10 შემთხვევა. ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ წითელას ეპიდემიის შეჩერება მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციას შეუძლია.

წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა>>

სერგეენკოს განცხადებით, აცრა ჩაიტარა 120 ათასმა ადამიანმა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს წლევანდელ გეგმაში 300 ათასი ადამიანის აცრა შედის.

„დღეს საქართველოში, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნების ყველა რეგიონში, დაიწყო იმუნიზაციის კვირეული, რომელიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ინიციატივა... რაც შეეხება წითელათი გაზრდილ დაავადებას, საფრთხეები ჯერ არ განულებულა და კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ის, ვინც არ იცის დარწმუნებით, აქვს თუ არა აცრა ჩატარებული წითელაზე, აუცილებლად ჩაიტაროს ვაქცინაცია", – განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

წითელაზე აცრა - Sputnik საქართველო
საქართველოში წითელა მძვინვარებს – ყოველდღე ათობით ადამიანი ავადდება

იმუნიზაციის მსოფლიო კვირეული ყოველ წელს აპრილის ბოლო კვირაში ტარდება. ის მიმართულია ვაქცინის გამოყენების წახალისებისკენ ადამიანების ნებისმიერ ასაკში დაცვის მიზნით.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის წითელას საწინააღმდეგო აცრა უფასოა. აქამდე აცრა უფასო მხოლოდ 40 წლამდე მოქალაქეებისთვის იყო.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 1 იანვრიდან ყველა გეგმური აცრა სავალდებულო გახდა, მათ შორის წითელას აცრაც.

ყველა ახალი ამბავი
0