ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია გუდაურის გზაზე
საპატრულო პოლიცია გუდაურის გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო  გუშინ საღამოს აიკრძალა

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს დილით აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო გუშინ ორჯერ აიკრძალა - დილით და საღამოს.

გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით დაიკეტა

უწყების ცნობით, ამ დრისთვის, თოვლის გამო,  გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ასევე, მლეთა-გუდაურის (სოფელ  ქვემო მლეთადან ს/გზის 85ე კმ.  მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0