14:26 23 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2357
  • 100 RUB4.5779
  • USD2.8831
ავლაბრის სასახლე

პასუხი მარადიულ კითხვაზე: პრემიერმა ავლაბრის სასახლის დანიშნულება გაამხილა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (44)
14900

პრემიერის მოსაზრებით, ავლაბრის სასახლეს უნდა გააჩნდეს საზოგადოებრივი დატვირთვა, რადგან ის გადასახადების გადამხდელების თანხით არის აშენებული

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ავლაბრის სასახლე, რომელშიც ბოლო დრომდე პრეზიდენტის რეზიდენცია იყო განთავსებული, რამდენიმე ფუნქციას შეიძენს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ავლაბრის რეზიდენცია 2018 წლის დეკემბერში დაიცალა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. მან მუშაობა ათონელის ქუჩაზე მდებარე, უფრო მოკრძალებულ სასახლეში ირჩია, თუმცა რამდენიმე ოფიციალური მიღება მან სწორედ ავლაბრის სასახლეში გამართა.

რა ბედი ეწევა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს? >>

ადრე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის სასახლე სახელმწიფო ცერემონიების  სასახლედ იქცევა. აღინიშნა, რომ შეთანხმება სახელწოდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის უკვე მიღწეულია.

„შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის არის მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის ფუნქცია ექნება, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ტურისტებს შეეძლება, მისვლა და ჩვენი ეროვნული საგანძურის ნახვა, რითაც თითოეული ჩვენგანი ძალიან ამაყობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია თბილისის ისტორიულ უბანში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. სასახლის პროექტზე მუშაობდა რამდენიმე არქიტექტორი, პროექტის ავტორია გიორგი ბათიაშვილი, თუმცა შენობა დაასრულა იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ, რომელმაც მოგვიანებით თბილისში „მშვიდობის ხიდი“ ააგო. სასახლის მშენებლობა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 13 მლნ ლარი დაჯდა. 

„ავლაბრის რეზიდენცია საპრეზიდენტო სასახლე არ არის. ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების ფულით, გადასახადების გადამხდელების თანხით და უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია. ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან, ასევე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (44)

მთავარი თემები