საქართველოს რკინიგზა მსურველებს ბილეთების შეძენას მობილური აპლიკაციით ურჩევს

© Sputnik / Alexander Imedashviliრკინიგზის სადგური თბილისში
რკინიგზის სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპლიკაციით შესაძლებელია სასურველი ადგილის არჩევა.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს რკინიგზა მსურველებს ბილეთების შეძენას ახალი მობილური აპლიკაციის გამოყენებით სთავაზობს, იუწყება ქართული მედია.

აღდგომა - Sputnik საქართველო
რამდენდღიანი არდადეგები ექნებათ მოსწავლეებს სააღდგომოდ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მგზავრთნაკადი გაიზარდა და შესაბამისად დიდი მოთხოვნაა სამგზავრო ბილეთებზეც.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვებგვერდებზე - railway.ge; tkt.ge; biletebi.ge; matarebeli.ge ბილეთების შეძენა შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ასევე სამგზავრო დოკუმენტების შეძენა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებით და matarebeli.ge-ს მობილური აპლიკაციით.

აპლიკაციია სასურველი ადგილის არჩევის შესაძლებლობას იძლევა.

2019 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 28 აპრილს აღნიშნავს, 21 აპრილს კი ბზობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0