21:31 19 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0323
  • 100 RUB4.2087
  • USD2.6939
პარიზის ნოტრ-დამი ხანძრის მერე

ანიტა რაჭველიშვილი ქართველ ბიზნესმენებს ნოტრ-დამისთვის დახმარების გეგმების გამო აკრიტიკებს

© REUTERS / BENOIT TESSIER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ხანძარი პარიზში - როდის აღადგენენ ნოტრ-დამს (8)
489 0 0

ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ ნოტრ-დამის აღსადგენად 10 ათასი ევროს გამოყოფის სურვილი გამოთქვა

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ოპერის მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა გააკრიტიკა ქართველი ბიზნესმენები, რომელთაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ფინანსური დახმარების გამოყოფის სურვილი გამოთქვეს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ორშაბათს, საღამოს გაჩნდა. ალში გაეხვა საყრდენი კონსტრუქცია და ჩამოინგრა კოშკის შპილი. ხანძარს 400-მდე მეხანძრე აქრობდა. ფრანგული მასმედიის ინფორმაციით, ნოტრ-დამის სტრუქტურა და ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები, ასევე ტაძარში დაცული რელიკვიები ხანძარს გადაურჩა. ხანძრის გაჩენას სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირებენ.

ტაძრის აღსადგენად დაიწყო ფულის შეგროვება. ყველაზე მსხვილი თანხის - 200-200 მილიონი ევროს - გადარიცხვის სურვილი კოსმეტიკური კომპანია L`Oreal-ის დამფუძნებელმა ბეტანკურების ოჯახმა და ფეშენებელური საქონლის მწარმოებელი LVMH-ის ჯგუფის მფლობელმა არნოს ოჯახმა გამოთქვეს. ას მილიონ ევროს გამოყოფს ფრანგი ბიზნესმენი ფრანსუა-ანრი პინო. ამდენივეს გადარიცხვას გეგმავს ფრანგული ნავთობისა და გაზის კორპორაცია Total.

ცხრასაუკუნოვანი ისტორიის ტაძრის აღდგენაში მონაწილეობის მიღება ქართველმა ბიზნესმენებმაც გადაწყვიტეს. კერძოდ, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას შეუერთდა ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, რომელიც ნოტრ-დამის რესტავრაციისთვის 10 ათასი ევროს გადარიცხვას გეგმავს.

იუნესკოს წარმომადგენელი: ქართველ ექსპერტებს ნოტრ-დამის აღდგენა შეუძლიათ >>

ანიტა რაჭველიშვილის აზრით, იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში უამრავი შიდა პრობლემაა, რომელიც ეხება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ისე გაჭირვებულ და ავადმყოფ ადამიანებს, ასეთი ნაბიჯი ქართველი ბიზნესმენების მხრიდან უადგილოა.

„დანგრეული ისტორიული ძეგლები, მშიერი ხალხი, დაავადებული განწირული ადამიანები და კიდევ რამდენი რამ, და ესენი ნოტრ-დამის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას?! თქვენ საერთოდ... წყევლაზე გადავალ მალე“, - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

„კუდაბზიკობა“, „მოჩვენებითი სიკეთე“, „სასაცილოა, ფარისევლების ხროვა და მეტი არაფერი“, „ფულს კი არ გადარიცხავენ, გაათეთრებენ“, „ბაგრატი დაასრულეთ და მოხატეთ, ნოტრ-დამს პატრონი ჰყავს“, „თავიანთ ქვეყანას მიხედონ, საფრანგეთში კი ნუ იწერენ ქულებს“, „ჩვენ საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ“, - ასეთი რეაქცია ჰქონდათ მომღერლის გამომწერებს სოციალურ ქსელებში.

რა თანხა შეგროვდა?

შეგახსენებთ, რომ სამშაბათის საღამოს მონაცემებით, დარეგისტრირდა 1 მილიარდი ევროს ოდენობის დაპირებული შემოწირულობა. პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ 50 მილიონი ევრო გამოყო და აპირებს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას მთელი მსოფლიოს მეცენატების მონაწილეობით, რათა თავი მოუყაროს ტაძრის აღსადგენად აუცილებელ სახსრებს.

რა გზით არის შესაძლებელი დახმარება?

ტაძრის აღდგენაში მონაწილეობის მსურველებს საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სახელმწიფო ფონდის საიტზე სთავაზობენ 50-დან 500 ევრომდე ან ნებისმიერი სასურველი თანხის შეტანას.

ალტერნატივა - თანხის ყოველთვიური გადარიცხვის რეჟიმის ჩართვაა: 10-დან 100 ევრომდე ან სხვა ნებისმიერი თანხის არჩევით. ყველა შესაწირი მხოლოდ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას მოხმარდება.

გარდა ამისა, თანხის შეგროვება დაწყებულია რამდენიმე ონლაინპლატფორმაზე, სადაც ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი „ყულაბის“ გახსნა.

საფრანგეთის ხელისუფლება მომდევნო კვირას წარადგენს კანონპროექტს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის შემოწირულობების რეგულირების შესახებ. პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპის განცხადებით, კანონპროექტი თანხების გამჭვირვალედ და სწორად განკარგვის გარანტია იქნება.

კანონპროექტში ჩაიდება მუხლი იმ ფრანგებისთვის გადასახადების შემცირების შესახებ, რომლებიც რეკონსტრუქციისთვის სახსრებს გაიღებენ. გარდა ამისა, გადასახადების შემცირება შეეხება კომპანიებს, რომლებიც ნოტრ-დამის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფენ ფულს.

თემები:
ხანძარი პარიზში - როდის აღადგენენ ნოტრ-დამს (8)

მთავარი თემები