16:20 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
აცრა

„აცრა აუცილებელია“ - ონიშჩენკომ ქართველ კოლეგებს მიმართა

CC BY 2.0 / UN Ukraine / UNICEF
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (64)
58 0 0

გენადი ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ სსრკ-ს ათეულობით წელი დასჭირდა წითელას დასამარცხებლად, მაგრამ ახლა ეს დაავადება კვლავ საფრთხეს უქმნის მრავალი ქვეყნის მოსახლეობას

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. წითელათი დაავადების პრობლემის მოგვარება მხოლოდ ვაქცინაციის დახმარებითაა შესაძლებელი, მიიჩნევს სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, რუსეთის ფედერაციის ყოფილი მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო.

Sputnik-ის მულტიმედიურ პრესცენტრში მოსკოვი-ტალინი-თბილისი-ნურ-სულთანის ვიდეოხიდის მსვლელობისას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა გენადი ონიშჩენკომ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში წითელას ეპიდემიის შესახებ.

ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მწვავედ პრობლემა გასული საუკუნის შუა წლებში სსრკ-ში იდგა. 

„თუ ჩვენს მაშინდელ საერთო ქვეყანაში წელიწადში 2,4 მილიონი ბავშვი იბადებოდა, ყველა მათგანი წითელათი ავადდებოდა. აი ასეთი წესი იყო, ამასთან, რასაკვირველია, სიკვდილიანობაც უფრო მაღალი იყო. მაშინ ამაზე საუბარი მიღებული არ იყო, მაგრამ ასე ხდებოდა, რადგან წითელა - მძიმე და ურთულესი დაავადებაა. გეუბნებით, როგორც ადამიანი, რომელმაც თავად გადაიტანა წითელა ბავშვობაში“, - აღნიშნა ონიშჩენკომ.

Видеомост Геннадия Онищенко: Мифы о кори и вся правда о вакцинации
© Sputnik / Alexander Imedashvili
გენადი ონიშენკოს ვიდეოხიდი: მითები წითელას შესახებ და ყველა სიმართლე ვაქცინაციის თაობაზე

მან მაგალითის სახით მოიყვანა მაშინდელ საქართველოში წითელათი დაავადების მაჩვენებელი.

„1958 წელს საქართველოში დაავადების მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 295 იყო. რამდენიც იბადებოდა საქართველოში, იმდენი ავადდებოდა“, - ხაზი გაუსვა ონიშჩენკომ.

რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა ისაუბრა, თუ როგორ დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემასთან საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტრომ.

„1968 წელს დაიწყო მუშაობა წითელას სალიკვიდაციოდ. დაიწყო უბრალო ბრძანების საფუძველზე, რომელიც გამოიცა და ეწოდებოდა „ბრძანება საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს წითელაზე იმუნიზაციის ჩატარების შესახებ“. მაშინ მომზადდა სპეციალური შტამისგან ვაქცინა და დაიწყო იმუნიზაცია“, - აღნიშნა ონიშჩენკომ.

ეფექტი სწრაფი იყო, თუმცა უკვე სამოცდაათიან წლებში ხელახალი ვაქცინაციის საკითხი წამოიჭრა, ვინაიდან დაფიქსირდა აცრილების ხელახლა დაავადების შემთხვევები.

Геннадий Онищенко во время пресс-конференции
© photo: Sputnik / Vladimir Trefilov
გენადი ონიშენკოს ვიდეოხიდი: მითები წითელას შესახებ და ყველა სიმართლე ვაქცინაციის თაობაზე

არა მხოლოდ წითელას, არამედ სხვა დაავადებების საწინააღმდეგო აცრების მნიშვნელობაზე საუბრისას ონიშჩენკომ მოიშველია 1996 წელს ჩეჩნეთში მომხდარი შემთხვევა.

„რესპუბლიკის მაშინდელმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა აცრებზე. მე ჩავედი ჩეჩნეთის ურუს-მარტანოვის რაიონში, იქ დაფიქსირებული იყო პოლიომელიტის 123 შემთხვევა, რომელიც ბავშვების საშინლად დასახიჩრებას იწვევს. ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს მინახავს“, - აღნიშნა ონიშჩენკომ.

როგორც მან განაცხადა, როდესაც ბავშვებს აცრის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი აქვთ, უფრო იშვიათად ავადდებიან.

„თუ აქ, საქართველოში, ვირუსი გავრცელდება, პირველ რიგში, აუცრელი ბავშვები დაავადდებიან. ამიტომ, ვფიქრობ, ქართველმა კოლეგებმა პროფილაქტიკური ჯანდაცვის პრინციპები უნდა გაიხსენონ, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის ვქადაგებდით“, - ხაზი გაუსვა ონიშჩენკომ.

Видеомост Геннадия Онищенко: Мифы о кори и вся правда о вакцинации
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
გენადი ონიშენკოს ვიდეოხიდი: მითები წითელას შესახებ და ყველა სიმართლე ვაქცინაციის თაობაზე. ქართული ტელეარხის ჟურნალისტი უსვამს შეკითხვას გენადი ონიშჩენკოს

ამასთან, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია წითელას ვაქცინის მუდმივად სრულყოფა. სხვა ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინაცია მასობრივ ხასიათს არ ატარებს, წითელას „ექსპორტის“ მაღალი ალბათობის გამო რუსეთში მიღებულია გასტარბაიტერების იმუნიზაციის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა.

ონიშჩენკომ მხარი დაუჭირა სკოლაში მისვლამდე ბავშვების აუცილებელი იმუნიზაციის პრინციპს, რომელიც საქართველოში მოქმედებს. მან უპასუხა ყველა მშობელს, რომელსაც შვილის აცრის შიში აქვს.

„აცრა აუცილებელია და თავიანთი სიტყვა თქვენი ქვეყნის სამედიცინო სფეროს ავტორიტეტებმა უნდა თქვან“, - მიმართა ონიშჩენკომ ქართულ აუდიტორიას.

წითელა - მწვავე ინფექციური გადამდები დაავადებაა. დაავადების გართულება შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს სიცოცხლისთვის. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მაქსიმალურად ბევრი ბავშვის აცრა.

საქართველოში წითელას ეპიდემიაა დაფიქსირებული. სპეციალისტები დღეში ინფიცირების 15-20 ახალ შემთხვევას ავლენენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნორმად მიიჩნევა წელიწადში წითელათი დაავადების 10 შემთხვევა. 2018 წელს კი საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000 ადამიანს გადააჭარბა.

მთავრობამ გადაწყვიტა, წელს ქვეყნის ყველა მოქალაქეს უფასო ვაქცინაცია ჩაუტაროს. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად 1 იანვრიდან საქართველოში ყველა გეგმური აცრა, მათ შორის, წითელას საწინააღმდეგო, სავალდებულო გახდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სამ თვეში წითელას 2,88 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით 60% შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია. ორი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (64)

მთავარი თემები